2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ხდება იმ პირობებში, როცა მესტიის ყოველი მეორე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველია. „2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა, მაშინ როცა, მესტიაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 4 ათას 644 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, აქედან 1 ათას 312 ბავშვია, ხოლო 226 – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. 2018 წელს თითქმის თანაბარი თანხა წავიდა სოცდახმარებაზე და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რაც მიღებებს, წვეულებებს და ექსკურსიებს გულისხმობს. 2017-2019 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობით ხარჯებზე 213 ათას 759 ლარი დახარჯა, აქედან 2017 წელს 91 ათასი დაიხარჯა, 2018 წელს – 37 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 85 ათას 759 ლარი დაიხარჯა“,- წერია […]
კატეგორია: საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი დაუფიქსირდა – ტიკარაძის თანამშრომელი თვითიზოლაციაშია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება. „ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, […]
თბილისის მერია 13 მარტიდან სერვისების მიწოდებას ზღუდავს
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა […]
პედიატრი ინგა მამუჩაშვილი – ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარით არ დაუმუშაოთ, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე
პედიატრი ინგა მამუჩაშვილი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც პედიატრმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოვებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშობლებმა პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია. „ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის […]
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მგზავრების ნაწილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მგზავრების ნაწილს, რომელსაც ანალიზები ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავში მყოფი პირების ნაწილს ანალიზებს დღესაც აუღებენ. „იტალიიდან ჩამოსული პირების ნაწილთან ჩატარებულია კვლევა და პასუხი ნეგატიურია. პაციენტების გადმოყვანა-შემოყვანა დღის განმავლობაში ხდება, ვინც გუშინ ჩვენთან შემოსვლა მოასწრო წინა ღამიდან შუადღემდე, მათი პასუხები აღებულია და […]
კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის მამაკაცია
კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის მამაკაცია. ის თვითიზოლაციიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტის შემთხვევა იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება. ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა არის დადასტურებული.
კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. „ამ დროისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 გახლავთ ინფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის არიან მსუბუქი სიმძიმის, საშუალო და მძიმე პაციენტები. თუმცა, იმ ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანალი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – აღნიშნა […]
იტალიიდან დაბრუნებულ 40 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
40 წლამდე ქალს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და მაღალი სიცხით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პაციენტი 2 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. ნიუპოსტი
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში მოათავსეს
”მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე პრევენციის მიზნით კარანტინშია მოთავსებული. ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების დროს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის სახლში იყო მისული. როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, გადაღება ნოზაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შედგა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმაც და არხის საინფორმაციო სამსახურმაც მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ნოზაძის ოჯახიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამას გარდა, ნოდარ […]









