საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანალი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
იმედინიუსი

