თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს. პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება. უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და […]
კატეგორია: საზოგადოება
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა […]
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში პანიკაა – იტალიიდან დაბრუნებული მოსამართლე თვითიზოლაციაში იმყოფება
სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს ადვოკატები დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლე, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ იტალიაში, ქალაქ მილანში იმყოფებოდა, ახლა მაღალი ტემპერატურით სახლშია, მაგრამ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მის კორონავირუსით ინფიცირებას გამორიცხავდა. ადვოკატები, რომლებიც “2020NEWS“-ს დაუკავშირდნენ, ასევე ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სასამართლო პროცესებს ატარებდა და ადამიანები, ვინც […]
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად უწყება ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა […]
კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია კორონავირუსის გამო გაუქმდა
ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ კორონავირუსის გამო, გააუქმა კონფერენცია “Doing Business Under Coronavirus”, რომელიც 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მთავარი განხილვის თემა უნდა ყოფილიყო რა გავლენა მოახდინა მსოფლიო ბიზნესზე კორონავირუსმა. საგარეო ურთიერთობათა საბჭომ ასევე კორონავირუსის საფრთხის გამო, გააუქმა ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც 11 მარტიდან 3 აპრილამდე უნდა ჩატარებულიყო. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა […]
მარინა ეზუგბაია – “ბავშვის მდგომარეობა არის მსუბუქი”
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება. “ამ ეტაპზე, ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. ამ 20-ის 4 წყარო გვაქვს, ერთი წყარო არის ირანის ისტორია და არის 2 პაციენტი, მეორე წყარო არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი და შემოემატა მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი 5 პაციენტი, გახდა […]
ბექა ოდიშარიას კორონავირუსი არ აქვს
პარლამენტში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც კომიტეტის აპარატში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ბექა ოდიშარიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას არც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს. მათივე ინფორმაციით, ოდიშარია გუშინ პარლამენტში იმყოფებოდა და საკანონმდებლო ორგანოში მისვლას დღეს, ბიუროს სხდომისთვისაც აპირებს. ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ პარლამენტის პრესსამსახურშიც.
“მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით” – გეფას დირექტორი ბოდიშს იხდის
„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის. ის კომპანიის თანამშრომლებს წერილს უგზავნის, რომელშიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას „წინდაუხედაობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას. „გეფას“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა. ამასთან, ის „გეფას“ თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება, მათ […]
ამირან გამყრელიძე – “არც ერთი შიდა გავრცელება არ გვაქვს – 2 ირანიდანაა, დანარჩენი იტალიიდან”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 5 არის ერთი და იმავე კლასტერიდან, რომელიც #2 პაციენტთან არიან კავშირში. #2 პაციენტს კორონავირუსი თებერვალში დაუდასტურდა, ის საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა. “პირველი პაციენტი გახლდათ ირანის ისტორიით, მეორე – იტალიაში მოგზაურობის ისტორიით და ეს 5 [ახალი] შემთხვევა დაკავშირებულია ამ მეორე პაციენტთან. ამ ადამიანების თვითშეგნება აღმოჩნდა […]
საქართველოში კორონავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდგინდა
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი 12 წლისაა. მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა. ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას […]









