კატეგორია: საზოგადოება

9-10 მარტს საქართველოში 22-28 გრადუსი სითბო იქნება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ […]

კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთიდან ჩამოსულ პირს, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი

კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთიდან ჩამოსულ პირს, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი

კორონავირუსით დაინფიცირებული 2 პაციენტი, რომელთა შესახებ ცნობილი დღეს გახდა, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის ინფექციური სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 14 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 1 კი საჩხერის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, მათგან ორს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ერთის კვლევა ჯერჯერობით გრძელდება. ის მოქალაქეები, ვისაც ვირუსი არ დაუდგინდა, საკარანტინო სივრცეში გადადიან. დღეს ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს. […]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა

რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა

იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ, რომის სამრევლოს Facebook-გვერდზე დაიწერა. „SOS.რომის სამრევლოს წევრებს ! იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის თანახმად, 3 აპრილამდე საზოგადო მსახურებები იტალიის ტერიტორიაზე ეკლესიებში შეჩერებულია. დროებით წყდება ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვები! უფალი მოწყალეა, ვილოცოთ ყველამ რათა ეს განსაცდელი მალე სიხარულმა და მშვიდობამ შესცვალოს! ყველაფერი კარგად იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში. პრაიმტაიმი

თენგიზ ცერცვაძე – ”კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა”

თენგიზ ცერცვაძე - ”არის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ჩინელ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდეს, თუმცა ამის მყარი არგუმენტები არ გვაქვს”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან 2 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და მსუბუქი ხველა აღენიშნება. მისივე თქმით, ამჟამად ლაბორატორიიდან 17 პირის პასუხს ელოდებიან. „42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა […]

საჩხერის კლინიკაში კორონავირუსით დაავადებული 1 პაციენტია მოთავსებული

ჩინეთიდან ჩამოსული 34 ქართველი საჩხერეში კარანტინზე გადაიყვანეს

კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, კლინიკაში მეორე პაციენტის პასუხსაც ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად კორონავირუსის კვლავ 13 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 128 პაციენტი იმყოფება. რუსთავი 2

ნიკა გამყრელიძის მდგომარეობა სტაბილურია – აქვს სიცხე 37.3 და მინიმალური სიმპტომები

ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ გამყრელიძემ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა და საავადმყოფოს თავად მიაკითხა. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურა 37. 3. სხვა გადახრები მას არ აღენიშნება. ის თავად […]

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია დაინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.

„კარგ მწვადზე გაზრდილი ვარ, ვერ მომერევა კორონავირუსი“ – ქართველი ქალის ვიდეომ ინტერნეტი გაამხიარულა – ვიდეო

„კარგ მწვადზე გაზრდილი ვარ, ვერ მომერევა კორონავირუსი“ - ქართველი ქალის ვიდეომ ინტერნეტი გაამხიარულა - ვიდეო

საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ მას კორონავირუსი ვერ მოერევა, რადგან არ იკვებება ღამურის ხორცით და „კარგ მწვადზეა“ გაზრდილი. მოქალაქის ვიდეოს „ტვ პირველი“ ავრცელებს. მოქალაქე ინტერვიუს ბოლოს ამბობს, რომ მას „შინაგანი იმუნიტეტი იცავს“ „ვერ მომერევა კორონავირუსი, თუ მომერევა კიდევ ჯანდაბას მიქელ გაბრიელთან წავალ“, – ამბობს ქალბატონი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა გამოვლენილი. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1436591309834827/

ამირან გამყრელიძე – “ჩემი შვილის პირველი ტესტი იყო საეჭვო, ძალიან მსუბუქი, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და გუშინ დადასტურდა”

ამირან გამყრელიძე - "ჩემი შვილის პირველი ტესტი იყო საეჭვო, ძალიან მსუბუქი, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და გუშინ დადასტურდა"

ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მის შვილს იტალიიდან დაბრუნებულ თანამშრომელთან ჰქონდა შეხება და ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მისგან მოხდა. გამყრელიძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძემ თავად მოახდინა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაუგზავნა. „არაფერი დასამალი […]