რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა

რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტაიტალიაში, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ, რომის სამრევლოს Facebook-გვერდზე დაიწერა.

„SOS.რომის სამრევლოს წევრებს !
იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის თანახმად, 3 აპრილამდე საზოგადო მსახურებები იტალიის ტერიტორიაზე ეკლესიებში შეჩერებულია. დროებით წყდება ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვები! უფალი მოწყალეა, ვილოცოთ ყველამ რათა ეს განსაცდელი მალე სიხარულმა და მშვიდობამ შესცვალოს! ყველაფერი კარგად იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში.

პრაიმტაიმი