სასტუმრო “კოხტას” თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ განცხადებას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს. “გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომლის შესახებ და გაცნობოთ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული. 21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ […]
კატეგორია: საზოგადოება
”მქონდა შეხება მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა” – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან, მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა , -ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენად არველაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს. “მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონა ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ […]
დავით ბარლიანი – “გორის კარანტინის 26 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთ არ აქვს”
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში, 1-ელი მარტიდან დღემდე მოთავსებული 26 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა ოთხმა პირმა. ოთხივე მათგანი ირანის მოქალაქეა. ამ დროისთვის, დაკვირვების ქვეშ რჩება 22 პირი, რომელთაგან ორი ბულგარეთის, ერთი კი ირანის მოქალაქეა. „გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის იმყოფება 22 პაციენტი, აქედან 4 სამხედრო მოსამსახურეა და […]
იტალიიდან ჩამოსული ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი ინფექციურში გადაიყვანეს – მას სიცხემ მე-17 დღეს აუწია
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაღალი ტემპერატურით ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 8 მარტს შეიყვანეს, დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პაციენტს კორონავირუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს. 30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერატურის მატება კი ჩამოსვლიდან მე-17 დღეს დაეწყო. იგი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს. პრაიმტაიმი
9-10 მარტს საქართველოში 22-28 გრადუსი სითბო იქნება
9-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ […]
კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთიდან ჩამოსულ პირს, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი
კორონავირუსით დაინფიცირებული 2 პაციენტი, რომელთა შესახებ ცნობილი დღეს გახდა, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის ინფექციური სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 14 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 1 კი საჩხერის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, მათგან ორს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ერთის კვლევა ჯერჯერობით გრძელდება. ის მოქალაქეები, ვისაც ვირუსი არ დაუდგინდა, საკარანტინო სივრცეში გადადიან. დღეს ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს. […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.
რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა
იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ, რომის სამრევლოს Facebook-გვერდზე დაიწერა. „SOS.რომის სამრევლოს წევრებს ! იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის თანახმად, 3 აპრილამდე საზოგადო მსახურებები იტალიის ტერიტორიაზე ეკლესიებში შეჩერებულია. დროებით წყდება ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვები! უფალი მოწყალეა, ვილოცოთ ყველამ რათა ეს განსაცდელი მალე სიხარულმა და მშვიდობამ შესცვალოს! ყველაფერი კარგად იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში. პრაიმტაიმი
თენგიზ ცერცვაძე – ”კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან 2 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და მსუბუქი ხველა აღენიშნება. მისივე თქმით, ამჟამად ლაბორატორიიდან 17 პირის პასუხს ელოდებიან. „42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა […]
საჩხერის კლინიკაში კორონავირუსით დაავადებული 1 პაციენტია მოთავსებული
კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, კლინიკაში მეორე პაციენტის პასუხსაც ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად კორონავირუსის კვლავ 13 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 128 პაციენტი იმყოფება. რუსთავი 2










