დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ხომ არ ჰქონდა ამირან გამყრელიძეს კონტაქტი შვილთან ბოლო პერიოდში. „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამირან გამყრელიძეს არ ჰქონია შვილთან შემხებლობა, რადგან […]
კატეგორია: საზოგადოება
“ნიკა გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც კორონავირუსის მე-4 შემთხვევაა”
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია ადასტურებ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ქზუგბაიას ინფორმაციით, გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა იყო. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება. „ჩვენ დადასტურებული გვყავდა ცხრა პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი, მეოთხეზე პაციენტის კონტაქტია. […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.
ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს. „როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ […]
“გერმანიიდან 5 დღის წინ ჩამოვიდა, ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი” – რუსთაველი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანეს
პაციენტს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” რუსთავის #1 დიაგნოსტიკურ ცენტრში განუცხადეს. როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას, ყელის ტკივილით, ხველებითა და ტემპერატურის მატებით მიმართა. “მოგვმართა პაციენტმა, რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში და ჩამოვიდა 5 დღის წინ. პაციენტს ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი. დავრეკთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ […]
კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მამაკაცი 4 დღე სამსახურში დადიოდა
კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც სანდო წყარო ამბობს, ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ოთხი დღე სამსახურში დადიოდა. მას კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა, თანამშრომლებთან და სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ გაყიდვების ოფიცრებთან ჰქონდა. „კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია, სამსახურში ოთხი დღის განმავლობაში დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. […]
კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებაში აპრილიდან ჩაეშვება
ჩინეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში შემდეგი თვიდან ჩაეშვება. გლობალური კორონავირუსის ეპიდემიამ უკვე 100.00-ს მიაღწია. ამის შესახებ Dailymail წერს. ოფიციალური პირების ცნობით, ჩინელი მეცნიერები ცდილობენ, იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტები ერთდროულად ხუთი ტექნოლოგიის გამოყენებით განავითარონ. „აპრილის თვეში – ქვეყნის შესაბამისი კანონისა და რეგლამენტის შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში ჩაეშვება“,- აცხადებს, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის […]
ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე, თვითიზოლაციაში იმყოფება
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პირადად ამირან გამყრელიძემაც დაუდასტურა. შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში […]
”მეფე ერეკლეს აბანოში“ მექისე მამაკაცმა კლიენტი სექსუალურად შეავიწროვა
სახალხო დამცველმა ”ჭრელ აბანოს“ რეკომენდაციით მიმართა. ”რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ (შპს „ჭრელი აბანოს“ საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ […]
როგორ უნდა მოიქცნენ ის ქართველები იტალიაში, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდათ
იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტის გამო, საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშანის ასლები. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ […]







