ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო. გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია. 2018 წელს გვარჯალაძემ ბიუჯეტიდან 51 460 ლარი აიღო, ხოლო 2019 წელს 69 680 ლარი. სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 17:22 საათზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს უფროსი გიორგი აბაზაძე თათბირზე ცუდად გახდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტი აჭარის ტელევიზიაში დილით გამართულ თათბირზე მოხდა, სადაც ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. გიორგი აბაზაძეს ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა ბათუმის “მედცენტრში” უტარდება. რუსთავი 2
ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ-ქმარი გადაიყვანეს
დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ- ქმარი გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით მათ აუღებენ ლაბორატორიულ ანალიზებს, რომლის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. ამ დროისათვის 25 ადამიანი რჩება ბოქსირებულ განყოფილებაში, 9 პაციენტს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, აქედან 1 პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ პაციენტებს, მდგომარეობის გაურესების თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაანაწილებენ.
საქართველოში დაცხება
6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, […]
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 387 ადამიანი, ინფიცირებულია 98 429, გამოჯანმრთელდა 55 641
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათას 387-ია, რაც 32-ით აღემატება წინა დღის მონაცემებს. გამოჯანმრთელდა 55 ათას 641 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა 98 ათას 429-მდე გაიზარდა, აქედან 80 ათას 555 ადამიანი ჩინეთშია ინფიცირებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 6 ათას 284 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 40 ადამიანი. შემდეგ მოდის იტალია, სადაც 3 ათას […]
„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისები 1 თვით შეაჩერა
კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა. როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა […]
ამირან გამყრელიძე – “5 ადამიანი, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, 44 წლის მამაკაცთან ერთად იყო იტალიაში”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა. „44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ […]
საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული
თენგიზ ცერცვაძე – ”კორონავირუსით მე-4 დაინფიცირებულის მდგომარეობა შედარებით რთულია”
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცის, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამძიმდეს. მისი ინფორმაციით, პაციენტს დღისით ტემპერატურა 37.8 გრადუსი ჰქონდა, აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. „გვყავს 22 პაციენტი. ველოდებით, რომ მათგან 2 უნდა წაიყვანონ კარანტინში და დარჩება 20 პაციენტი. იცით, რომ […]









