მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 387 ადამიანი, ინფიცირებულია 98 429, გამოჯანმრთელდა 55 641

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 387 ადამიანი, ინფიცირებულია 98 429, გამოჯანმრთელდა 55 641მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათას 387-ია, რაც 32-ით აღემატება წინა დღის მონაცემებს. გამოჯანმრთელდა 55 ათას 641 ადამიანი.

ინფიცირებულთა რაოდენობა 98 ათას 429-მდე გაიზარდა, აქედან  80 ათას 555 ადამიანი ჩინეთშია ინფიცირებული.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 6 ათას 284 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 40 ადამიანი.

შემდეგ მოდის იტალია, სადაც 3 ათას 858-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 148 ადამიანია.

იტალიაში, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ირანში კი ინფიცირების 3 ათას 513 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 108 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 226 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 14  ადამიანი აქედან 2 ახალი შემთხვევაა.

ამ დროისთვის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 6 ათას 273 ინფიცირებული პაციენტი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი უკვე 90  ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, საქართველოშიც. ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 9 შემთხვევა ფიქსირდება.