„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისები 1 თვით შეაჩერა

„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისები 1 თვით შეაჩერაკორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

ინფორმაციით თანახმად, მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.

ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.

პირველი არხი