თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან პაციენტებმა გაქცევა სცადეს. ისინი პოლიციამ შეაჩერა და პალატებში დააბრუნა. პაციენტები, რომლებიც ვივამედის დატოვება სცადეს, აცხადებენ, რომ ოთახებში ცივა და არ ავქთ საკმარისი საკვები. კლინიკის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებ, რომ “ვივამედში” მყოფ ადამიანებს განზრახ არ უნდათ კარანტინის გავლა . მისი განცხადებით ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტებმა ნორმალურად იგრძნონ თავი. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
ლადო კახაძე – ” ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი”
“ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ, პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კახაძის თქმით, სხდომაზე ბევრ საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის საარჩევნო სისტემასა და ახალ კორონავირუსზე. “მე მაქვს ასეთი ნათქვამი ხმამაღლა, სატელევიზიო სივრცეშიც, უმრავლესობაშიც და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრი იცის. ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. […]
ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა
პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი მუზეუმის დახურვის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი გახდა. თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო, მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი შეიქმნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუზეუმი მნახველებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება. ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ამართვა აიკრძალა.
პატრიარქის ხილვა – ”ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, მერე ბავშვმა დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე”
პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგების დროს კორონავირუსის საფრთხეზეც ისაუბრა, მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანებს ამ მძიმე სენის არ უნდა შეეშინდეს და არ უნდა დაიბნენ, დღესვე პატრიარქმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. “რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს […]
მეუფე ნიკოლოზი – “ხატებზე მთხვევის აკრძალვა კორონავირუსზე მძიმე შედეგს მოიტანს”
ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკლესია არავის ავალდებულებს, რომ ხატებს ემთხვიონ, თუმცა რეკომენდაციას, რომ ეს არ გააკეთონ, ვერ გასცემს. „ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება […]
პარიზიდან ჩამოფრენილი ქალი ინფექციურში გადაიყვანეს – მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს. მოქალაქე პარიზიდან ჩამოფრინდა და მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამ დროისთვის ქუთაისში ბოქსირებულ პალატაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 5 პაციენტია განთავსებული, აქედან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს კი […]
„ზურაბიშვილი ნიღბების რეკლამას აკეთებს თუ კორონავირუსისა“
სოციალურ ქსელში ვრცელდება ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო წარწერით – „მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში“. როგორც ფოტოდან ჩანს, პრეზიდენტი პირბადით იმყოფება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეგახსენებთ, რომ ქალაქის სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტია, თუ ბედმა გაგიღიმათ და სადმე წააწყდით, ნაცვალად 20 თეთრისა, 2 ლარის გადახდა მოგიწევთ ერთ ცალ პირბადეში, რომელიც ვარგისია მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. პრეზიდენტის „აქტიურობამ“ […]
კლინიკა ”ლანცეტის“ დირექტორის ფოტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები კლინიკა ლანცეტში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია ”მთავარი არხი” ავრცელებს. შენობიდან გამოსვლის შემდგომ, კლინიკა ”ლანცეტის” დირექტორმა, https://akhalitaoba.ge/2020/02/gausadzlisi-mdgomareoba-klinika-lantsetshi-karantinshi-mqhoph-moqalaqeebs-arts-gathboba-aqvth-arts-shesabamisi-kveba/ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან კლინიკის ეზოში საერთო ფოტო გადაიღო.
გაუსაძლისი მდგომარეობა კლინიკა „ლანცეტში“ – კარანტინში მყოფ მოქალაქეებს არც გათბობა აქვთ, არც შესაბამისი კვება
კლინიკა ლანცეტის საკარანტინო ზონაში 28 ადამიანი იმყოფება, ვინც საცხოვრებელი ბინიდან და კლინიკებიდან გადაიყვანეს. მათ გარკვეულ ნაწილს ანალიზები აუღეს, მაგრამ არცერთმათგანს დაუდგინდა კორონავირუსი, მიუხედავად ამისა მათ არ უშვებენ კლინიკიდან. დანარჩენილ პაციენტებისათვის ჯერ კიდევ არ აუღიათ ანალიზები. საკარანტინო ზონაში მყოფ ადამიანებს გაუსაძლის მდგომარობაში უწევთ ყოფნა. როგორც მედიისთვისაა ცნობილი პაციენტები იმყოფებიან მძიმე მდგორეობაში, როგორც მათ ოჯახის წევრებს აცნობეს. […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებებს აწყობენ
ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებებს აწყობენ, ინფორმაციას ტელეკომპანია ”მთვარი” ავრცელებს, ბოლო მონაცემით რამდენიმე პაციენტი გადაიყვანეს სხვადსხვა კლინიკაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინსტრაცია განმარტებას არა აკეთებს თუ სად გადაჰყავთ პაცინეტები და რატომ ხდება ბოქსირებული პალატების აწყობა.










