სოციალურ ქსელში ვრცელდება ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო წარწერით – „მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში“.
როგორც ფოტოდან ჩანს, პრეზიდენტი პირბადით იმყოფება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტია, თუ ბედმა გაგიღიმათ და სადმე წააწყდით, ნაცვალად 20 თეთრისა, 2 ლარის გადახდა მოგიწევთ ერთ ცალ პირბადეში, რომელიც ვარგისია მხოლოდ 2 საათის განმავლობაში.
პრეზიდენტის „აქტიურობამ“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნიღბების რეკლამას აკეთებს“.
„შეიძლება კორონავირუსისაც, შეიძლება ჯერ არ იცის ეგ რა არის“, – წერენ სოციალურ ქსელში.


