საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, […]
კატეგორია: საზოგადოება
კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში
საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. “ჩვენ გვქონდა შესაძლო შემთხვევა 93. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში […]
“იტალიაში შევნიშნე, რომ მქონდა სურდო, რომ ჩამოვედი, დამეწყო ციება…” – რას ყვება გორიდან ინფექციურში გადაყვანილი გოგონა
გუშინ, სავარაუდოდ კორონავირუსის ნიშნებით 26 წლის გოგო გორის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტირებულ გორელ გოგონას „რეგიონული კვირა“ დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის, ჩაუტარდა ყველა საჭირო ანალიზი, საბოლოო პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. „ვიმყოფებოდი იტალიაში სამოგზაუროთ. იქვე შევნიშნე რომ მქონდა სურდო. აეროპორტში შემამოწმეს დეტალურად თუმცა იმ დროისთვის, არაფერი არ დამიფიქსირდა. სახლში […]
“როინ ოთანაძემ თავი მოიკლა, რადგან შვილის, მარიამის, მკურნალობის ფული არ ჰქონდა”
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუქში დაწერა: “ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50.000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით. მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებების: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 23:15 საათზე 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8კმ.-ში, სოფელ ბაჯიხევში იყო.
26 წლის გოგო, სავარაუდოდ, კორონავირუსის ნიშნებით, გორიდან თბილისში გადმოიყვანეს
26 წლის გოგო, სავარაუდოდ კორონავირუსის ნიშნებით, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ინფექციურ სავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა გოგო იტალიიდან გასულ კვირას ჩამოვიდა. თავი შეუძლოდ კი დღეს დილით იგრძნო, რის შემდეგაც ოჯახმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადგილობრივმა კლინიკამ ის არ მიიღო, რის შემდეგაც თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ნიუპოსტი
კორონავირუსით დაავადებული 31 წლის ქალი საქართველოს ბანკის თანამშრომელია
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა […]
თენგიზ ცერცვაძე – ”იტალიიდან ჩამოსულ 31 წლის ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალია და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ამ წუთში ინფექციური პათოლოგიის ცენტრში სულ იმყოფება 34 პაციენტი, მათგან ერთს ჰქონდა დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია. დღეს მოვიდა გამოკვლევის შედეგები და კიდევ ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსით ინფექცია დაუდასტურდა. პირველი პაციენტი დაახლოებით 50 წლის მამაკაცია, […]
მარინა ეზუგბაია – ”კორონავირუსით დაავადებულ მამაკაცს მკურნალობაც კი არ სჭირდება”
კორონავირუსით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს მკურნალობაც კი არ სჭირდება. „ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული კვლევებით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, მასთან ხდება მეთვალყურეობა,“ – აღნიშნა ეზუგბაიამ. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა. 50 […]
კორონავირუსი 39 წლის წინ ამერიკელმა მწერალმა თავის ნაწარმოებში იწინასწარმეტყველა
ამერიკულ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა 39 წლის წინ ეწინასწარმეტყველათ, რასაც ნათლად მიუთითებს ამერიკელი მწერლის, დინ კუნთსის ნაწარმოებში გამოთქმული მოსაზრებები ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსზე. 312 გვერდიანი წიგნი, „სიბნელის თვალები“ 1981 წელს დაწერა მწერალმა. აღნიშნული ნოველის მთავარი სიუჟეტია დამწუხრებული, დადარდიანებული დედა, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს თუ რა დაემართა მის შვილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან […]









