“როინ ოთანაძემ თავი მოიკლა, რადგან შვილის, მარიამის, მკურნალობის ფული არ ჰქონდა”

"როინ ოთანაძემ თავი მოიკლა, რადგან შვილის, მარიამის, მკურნალობის ფული არ ჰქონდა"დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50.000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით.

მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებების: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხელმოკლე ადამიანი განწირულია სიკვილისათვის მასმედიის თანდგომის გარეშე.

მარიამი ახლა თბილისშია, იმდენად ცუდადაა, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოიყვანეს, დიალეზზეა, დასუსტდა ორგანიზმი და კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი.
მისი დაავადებაა: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, ორივე თირკმელი გათიშული აქვს და დიალეზზეა. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, გადანერგვა…

დეტალებზე დაუკავშირდით მარიამის ოჯახის ახლობელს, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ცნობილ პოპულარიზატორსა და ფოტოგრაფს, ისტორიკოს გიორგი მაღრაძეს. დრო არ ითმენს, ძვირფასებო!

საბანკო რეკვიზიტებია :
თიბისი ბანკი /TBC Bank –#GE46TB7414645061100083

საქართველოს ბანკი/Bank of Georgia –#GE42BG0000000131130183

ლიბერთი ბანკი/Liberty bank –#GE32LB0711119671868000

მიმღები მარიამი ოთანაძე

საკონტაქტო პირი -599 26-18-70 მარიამის ძმა( გიორგი ოთანაძე)”