გუშინ, სავარაუდოდ კორონავირუსის ნიშნებით 26 წლის გოგო გორის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტირებულ გორელ გოგონას „რეგიონული კვირა“ დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის, ჩაუტარდა ყველა საჭირო ანალიზი, საბოლოო პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
„ვიმყოფებოდი იტალიაში სამოგზაუროთ. იქვე შევნიშნე რომ მქონდა სურდო. აეროპორტში შემამოწმეს დეტალურად თუმცა იმ დროისთვის, არაფერი არ დამიფიქსირდა. სახლში რომ დავბრუნდი დამეწყო ციება, სურდო გამიძლიერდა. გამოვიძახე სასწრაფო და ავუხსენი ჩემი მდგომარეობის შესახებ. სასწრაფოდ გადმომიყვანეს ინფექციურში, სადაც მომათავსეს.
თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ გულის ცემა მაქვს გახშირებული და წნევები, ალბათ ემოციური ფონიდან გამომდინარე. ჩემთან ერთად იმყოფება კიდევ ორი გოგონა რომლებიც ასევე იყვნენ ჩემთან ერთად მოგზაურობაში”,- განაცხადა ახალგაზრდა გოგონამ.
პრაიმ ტაიმი

