საქართველოში სატელევიზიო მაუწყებლობა შესაძლოა, შეწყდეს. ამის შესახებ შპს „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საფრთხე არსებობს, რადგან კომპანია არსებულ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს. „ეს არის პირდაპირი საფრთხე, რადგან მე ინკასოს დადების შემდეგ ვეღარ ვიხდი უზარმაზარ დენის გადასახადს და ვეღარც საიჯარო ვალდებულებებს. შესაბამისად, ვიღაცებს ოფიციალური უფლება წარმოექმნებათ, რომ გამთიშონ. ანუ, საქართველოში ეროვნულ მაუწყებლობას საფრთხე […]
კატეგორია: საზოგადოება
ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილზე – ”ესეთ მაგარ ბიჭს რომ დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები”
ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილის მიერ მის კრიტიკას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: ”ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია ,ძალადობ ან კუნთებზე იყურები 😂😂😂მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის.ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს.მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით:)”
ზუკა ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს – “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები”
სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფოტოს გამო, მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს. “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით […]
10 წლის კორეელი დაელ ჰეო რუსთავში ცხოვრობს – “ქართული ადვილად ვისწავლე” – ვიდეო
10 წლის კორეელი დაელ ჰეო, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, უკვე 2 წელი და რამდენიმე თვეა რუსთავში ცხოვრობს და რუსთავის #13-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. კითხვაზე, კორეა უფრო უყვარს თუ საქართველო, პასუხობს, რომ საქართველო, მისი სიყვარული კი ამ ქვეყნის მიმართ სწორედ რუსთავიდან იწყება. ენის ბარიერი, რომელიც კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩამოსული პატარა გოგონასთვის თავდაპირველად დიდი […]
ეკა კახიანი – “ლალი ორი კვირა იწვა კლინიკაში. გონება პერიოდულად ეთიშებოდა…”
სულ ახლახან მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა… როგორც მსახიობის ყოფილმა რძალმა, ეკა კახიანმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ლალი ბოლო ორი კვირაა კლინიკაში იწვა. ეკა კახიანი: – ძალიან იავადმყოფა და კლინიკაში გარდაიცვალა საწყალი. ორი კვირა იწვა. გონება მთლად გათიშული არ ჰქონია, პერიოდულად ეთიშებოდა. გასული წლის 6 დეკემბერს ქალბატონმა ლალიმ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ პრაიმტაიმს […]
რუსთაველმა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცს მარჯვენა ხელი შეუნარჩუნეს
“კლინიკა რუსთავში” ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა – სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცს მარჯვენა ზედა კიდური შეუნარჩუნეს. ოპერაციის დროს, რომელიც კლინიკაში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სხეულთან კანის ნაფლეთით დაკავშირებული კიდურის რეპლანტაცია მოხდა. ურთულესი სამედიცინო შემთხვევა “კლინიკა რუსთავის” ანგიოქირურქიული მიმართულების ხელმძღვანელის, მინდია ბოცვაძის ოპერატორობით წარიმართა. “ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში ურთულესი ტრავმით. მარჯვენა ზედა კიდურზე მას […]
ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
აქვს თუ არა კორონავირუსი ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს 4 მოქალაქეს
საქართველოს 4 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნდნენ, კვლავ ინფექციურ საავამდყოფიში რჩება. ორი მათგანის კვლევის პასუხი ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა. აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ინფექციურ პათოლოგიის, შიდსისა დაკლინიკურ იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. “ბოლო პაციენტი შემოიყვანეს საღამოს საათებში 29 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. ის დაკვირვების ქვეშაა, არ აქვს არც პნევმონია, არც ტემპერატურა და არც ფილტვების […]
მანანა არჩვაძე და ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ცალ-ცალკე ნახულობენ
პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებით, ამჟამად ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია. როგორც მან დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უთანხმოების გამო, ანა ჯაბაურსა და მანანა გამსახურდიას ცოტნეს მოსანახულებლად სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი და ისინი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. “გუშინდელი ინფორმაცია, რაც ქალბატონი ანა ჯაბაურისგან მაქვს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა […]
”ბათუმში გრიგოლიას არხს რომ ეძახით, იქ გადავდივარ” – ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიიდან ტვ პირველში გადავიდა
აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება; ჩემი ახალი ხელშეკრულება საქმის […]










