ეკა კახიანი – “ლალი ორი კვირა იწვა კლინიკაში. გონება პერიოდულად ეთიშებოდა…”

ეკა კახიანი - "ლალი ორი კვირა იწვა კლინიკაში. გონება პერიოდულად ეთიშებოდა..."სულ ახლახან მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა… როგორც მსახიობის ყოფილმა რძალმა, ეკა კახიანმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ლალი ბოლო ორი კვირაა კლინიკაში იწვა.

ეკა კახიანი: – ძალიან იავადმყოფა და კლინიკაში გარდაიცვალა საწყალი. ორი კვირა იწვა. გონება მთლად გათიშული არ ჰქონია, პერიოდულად ეთიშებოდა.

გასული წლის 6 დეკემბერს ქალბატონმა ლალიმ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ პრაიმტაიმს მისცა. აი, როგორ განწყობაზე იყო 81 წლის მსახიობი, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, პერიოდულად, ძალიან ცუდად იყო…

ლალი ბადურაშვილი: „ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთს სურს. რახან ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მოსაბეზრებელი რომ არ გავხდე, ძლიერად უნდა ვიდგე. ჩამოძონძილი და ლოყებჩამოხოკილი არავის უნდიხარ, არც შინაურს, არც გარეულს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ, შვილის სიკვდილს ვგულისხმობ, ან ყველაფერს უნდა განერიდო და სადმე ტყისპირას იცხოვრო მხოლოდ შენთვის (იქ თუ გინდა საფლავიც გაითხარე), ან თუ რჩები, ფეხი უნდა აუწყო ცხოვრებას და სხვასაც სარგებელი მისცე. მე რომ მარიკა კვალიაშვილს და გულიკო ჩაფიძეს ვუყურებ, მათ ფონზე ხმა არ მაქვს ამოსაღები, ისეთი ტრაგედიები აქვთ გადატანილი. ენა როგორ მომიბრუნდება, საკუთარ ტრაგედიაზე დავიწუწუნო.

პრაიმ ტაიმი