გორის 3 საავადმყოფოში – გორმედში, სამხედრო ჰოსპიტალსა და იავნანაში – 1 წლის განმავლობაში ჯამში 506 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით, “გორმედი” “ლიდერობს”. 2019 წელს გორმედმა 378 პაციენტი დაკარგა. რაც შეეხება სამხედრო ჰოსპიტალს, აქ 3-ჯერ ნაკლები გარდაცვლილი პაციენტია. ჯამში, წლის განმავლობაში, ჰოსპიტალში 127 პაციენტი დაიღუპა. ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტების გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს თავის ტვინის ინფარქტი, […]
კატეგორია: საზოგადოება
ანრო ოხანაშვილმა ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა
ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეთერში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებასა და გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ მიიწვიეს, კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და საუბარი თამარ ჩიხლაძის კრიტიკით დაიწყო. ქართული ოცნების დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში […]
“კუკიაზე 3 თვის ორსული ქალი ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს“… – ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
1991 წლის 28 დეკემბერს ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ბრმა ტყვიამ სამუდამოდ შეცვალა. 3 თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყო მისული. 1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთად და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის […]
ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა
ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო. არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. პაციენტი 8 თებერვალს […]
ზუგდიდის მერია სასაჩუქრედ ხორცსაკეპებს შეიძენს
ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი შეეხება 20 ხორცსაკეპს.ადგილობრივ ხელისუფლებაში “ლაივპრესს” განუმარტეს, რომ ტექნიკას გადასცემენ იმ ქალებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ. “მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ორგანიზაციას მერიისგან გაეგზავნება წერილი, თუ ვის თვლინ საჭიროდ, რომ წარადგინონ. აბსოულუტურად ყველა […]
„საკეისრო კვეთა ახლა გაუკეთეს და ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო” – 24 წლის მშობიარის ოჯახი ევექსის კლინიკის წინააღმდეგ
24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი „ევექსის“ ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშობიარე ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განუცხადა, მოსკოვის გამზირზე მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს, რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთას საჭიროებდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ გაეკეთბინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი ამბობს, […]
რუსუდან ლაგვილავა – “ავთო წერეთელი სასწრაფომ უგონო მდგომარეობაში შემოიყვანა, ამჯერად სტაბილურადაა”
კლინიკა “ჰელსიკორის” გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას განცხადებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს პირველადი ანალიზები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გულზე გარკვეული ცვლილებები აქვს და ამჟამად მასზე დაკვირვება მიმდინარეობს. “ავთო წერეთელი სასწრაფოს მიერ, უგონო მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი. მადლობა მინდა, ვუთხრა 112-ის ბრიგადას, რომელმაც მას მართლაც კვალიფიციური მომსახურება გაუწია. კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა […]
45 მილიონზე მეტი, 12 სახლი, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა, 3 “ჰარლი დევიდსონი” – რა ქონება აქვს კახა კალაძეს
ღარიბი დედაქალაქის მდიდარი მერის, კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, ჯერჯერობით, უხეში „დათვლებით“, 40 მილიონ დოლარზე მეტია. კალას სულ რაღაც 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 4 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძისგან აღებული მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში. და როგორც პრემიერი გახარია იტყოდა, წერტილი. თუმცა ეს ყველაფერი – ჯერჯერობით […]
ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით კლინიკა ”ჰელსიკორშია” გადაყვანილი. ”ამ ხელისუფლებამ” სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მამაჩემს 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული. დღეში 4-ჯერ იკეთებს ინსულინის ნემსს და სასამართლოში დაატარებდნენ საათობით. დღესაც რამდენიმე საათი იჯდა სასამართლო დარბაზში”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
თენგიზ ცერცვაძე – ”არის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ჩინელ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდეს, თუმცა ამის მყარი არგუმენტები არ გვაქვს”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ პაციენტს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვს, თუმცა ზუსტი დასკვნა ანალიზების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. „ახლახანს, ერთი საათიც არ არის, ახალგაზრდა მამაკაცი, ეროვნებით ჩინელი შემოიყვანეს, რომელმაც […]










