ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსის 2,102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია. ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
კატეგორია: საზოგადოება
კორეელი ბავშვი – საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდე და აფხაზეთი და ოსეთი დავაბრუნო
კორეელი გოგონა, დაელ ჰეო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს, სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. “საქართველო ჩემთვის ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა. თავიდან მინდა ანიმატორობა, მერე მოდის დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს კერავს და არ ვიცი მოდელი გამოვიდე თუ არა, და სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი. უნდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და ოსეთი […]
ჩინეთის მოქალაქე ტყუპი ბავშვები თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს
ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა ბავშვებმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორიებული განყოფილება უკვე დატოვეს და კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვნები 30 იანვარს ტურისტულ ჯგუფთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. კორონავირუსის პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. რენდგენოგრაფიით და კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტებს H1N1ვირუსი […]
„საუკუნის ეპიდემიები” – ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს
“საუკუნის ეპიდემიები” – ასე უწოდებენ მედიკოსები ვირუსებს, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობში მსოფლიოში მძიმე კვალი დატოვეს. ეს იყო ეპიდემიები, რომლებიც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გავრცელდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. 2002 წელი – სარსი (SARS) – მძიმე რესპირატორული სინდრომი, ატიპური პრევმონია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ კორეაში გავრცელდა და ჩინეთსა და ჰონ-კონგში ასეულობით, მთელ მსოფლიოში კი 8 ათასზე […]
პაატა იმნაძე – ყველამ ნერვები დაიწყნაროს, ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა
პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ექნება. „პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც […]
თბილისში მყოფ ჩინეთის ოთხივე მოქალაქეს ღორის გრიპი დაუდგინდა
ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან, H1N1- ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ. ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ჩინეთიდან ჩამოსულ მცირეწლოვან ბავშვებს H1N1 – ე.წ. ღორის ტიპის ვირუსი დაუდასტურდათ. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “ამ ბავშვებს ზემო […]
ანა ჯაბაური _ “ცოტნეს ჩემ დანახვაზე ემოციის აშკარა ნიშნები ეტყობა”
ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ახლა ინფორმაციის გაცემის აკრძალვა მოხსნილია. „საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს […]
ამირან გამყრელიძე – განგაშის თამასამ აიწია, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზადყოფნაში
განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გავრცელდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზადყოფნაში – ამის შესახებ განცხადება დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული. მისივე თქმით, დღის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლოს 53 […]
დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ქარბუქი და ზღვაზე შტორმი
31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება.










