თბილისში მყოფ ჩინეთის ოთხივე მოქალაქეს ღორის გრიპი დაუდგინდა

თბილისში მყოფ ჩინეთის ოთხივე მოქალაქეს ღორის გრიპი დაუდგინდაჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან, H1N1- ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ.

ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ჩინეთიდან ჩამოსულ მცირეწლოვან ბავშვებს H1N1 – ე.წ. ღორის ტიპის ვირუსი დაუდასტურდათ. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ამ ბავშვებს ზემო სასუნთქი გზებიდან ამოღებული მასალის ვირუსოლოგიურიკვლევით  “ა” ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდათ. ჯერ სწრაფი მარტივი ტესტი ჩვენს კლინიკაში, შემდეგ კი ის დადასტურებულია ლუგარის ცენტრში, კერძოდ მას აქვს “ა” ტიპის გრიპი, კონკრეტულად H1N1, გრიპი, რომელსაც ერთ დროს “ღორის გრიპი” ერქვა და ახლა ის ჩვეულებრივი სეზონური გრიპია.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩინეთიდან ტრანზიტული რეისებით ჩამოვიდნენ, არც ერთ მათგანს ამ დროისთვის არც ერთი ვირუსი არ უდასტურდება. მათ ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ, თუმცა როგორც მედიკოსები აცხადებენ, ბიოლოგიური მასა ყოველი შემთხვევისთვის კორონავირუსის შტამის გამოსარიცხად გერმანიაში გადაიგზავნება.

24 წლის მამაკაცს კლინიკური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული ნიშნებით კორონავირუსის ინფექციისთვის მსგავსი ცვლილებები არ აღენიშნება, შესაბამისად, დიდი ალბათობით მას კორონავირუსის ინფექცია არ აქვს.

ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა მეოთხე პაციენტზე, რომელიც არის ქალბატონი. ვირუსოლოგიური კვლევით, ამ შემთხვევაშიც გრიპის ვირუსია. მისი სისხლიც გადაგზავნილი იქნება გერმანიაში საბოლოო პასუხის მისაღებად, თუმცა ამ ქალბატონის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და ტემპერატურა აღარ აღენიშნება,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.