„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს. კიკალიშვილს 20 წლის განმავლობაში, “პოსტსკრიპტუმის” წამყვანი იყო. კიკალიშვილის გადაცემას „ფორმულა ევროპიდან“ ერქმევა. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ნიუ იორკში გარდაიცვალა
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. მიქიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. ბოლო ერთი წელი ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პრაიმ ტაიმი
ლაშა ჭიღლაძემ საქალაქო სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა – “ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ”
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 27 წლის ლაშა ჭიღლაძემ ბენზინის გამოყენებით თავის დაწვა სცადა, თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცს თავის დაწვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ინციდენტამდე, რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იგი სასწავავს პირდაპირ ეთერში გადაისხამდა, რადგან მას ,,ქართული ოცნება” იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. “ვაპირებ საწვავი გადავისხა ესენი უნდა გავაბანძო […]
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” ერთი დღით მუშაობას წყვეტს
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად ხვალ ყველა სუპერმარკეტს დაკეტავს. სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად ხვალ ყველა სუპერმარკეტს დაკეტავს. “ძვირფასო მომხმარებლებო, მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება […]
ინგოროყვას კლინიკაში აქციის დარბევისას დაშავებულები შეიყვანეს
ინგოროყვას კლინიკაში აქციის დარბევისას დაშავებულები შეიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა დაზუსტებული არ არის. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში ამ წუთებში შეიყვანეს დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. “ახალგაზრდა მამაკაცი, ჩაურატდა სამედიცინო დახმარება და ის რჩება კლინიკაში. მას აქვს გულ-მკერდის ტრამვა, თუმცა როდის დატოვებს ის კლინიკას ჯერჯერობით უცნობია” – აცხადებს ინგოროყვას კლინიკის ექიმი.
შოთა ბიძინაშვილი – “ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში შემართებით იყო და აქეთ გვამხნევებდა”
სოფელ ბერშუეთის მკვიდრი შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა აცხადებს, რომ ექიმი შემართებით იყო და ყველას ამხნევებდა. “ჩვენი დაჭერიდან მესამე დღეს მოიყვანეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ამბობდა, რომ წუხდა ჩვენი ბედით, გლეხების ბედით. ამბობდა, აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიანო, რომ იქნებ ისე გავაკეთო, წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს […]
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა – ”ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას”
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს. „მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო. ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ […]
ვის ხვდება მეუფე იაკობი ბრიუსელში
“მაცხოვრის საფლავზე ვიღაცამ შემოაგდო “დიმაუშკა“… – მამა თეოდორე გიგნაძე საოცარ ისტორიას ყვება – ვიდეო
მამა თეოდორე გიგნაძე ერთ საოცარ ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთმა სასულიერო პირმა მოუყვა. “ამ ისტორიას მიყვება ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც იყო ცეცხლის გადმოსვლის პერიოდში იყო იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში. ხალხი იკრიბებოდა, მსახურების დაწყებას ელოდებოდა. სადაც მაცხოვრის საფლავია, ყველაზე წმინდა ადგილი, ვხედავ, რომ ახალგაზრდა ბიჭი და გოგო არიანო, ხალვათად ჩაცმულები, ეს სიახლოვე ისეთი იყო ტაძარში არასასიამოვნო საყურებელიო, ეს მღვდელი […]
“მთავარი არხის” სერვერი და საეთერო გაითიშა
“მთავარი არხის” სერვერი და საეთერო გაითიშა. ამის შესახებ “ფეისბუქზე” ნოდარ მელაძემ დაწერა: “დაუდგენელი მიზეზების გამო, გაითიშა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას. ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას”, – წერს ნოდარ მელაძე.










