ლაშა ჭიღლაძემ საქალაქო სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა – “ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ”

ლაშა ჭიღლაძემ საქალაქო სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა - "ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ"თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 27 წლის ლაშა ჭიღლაძემ ბენზინის გამოყენებით თავის დაწვა სცადა, თუმცა,  ახალგაზრდა მამაკაცს თავის დაწვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ინციდენტამდე, რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იგი სასწავავს პირდაპირ ეთერში გადაისხამდა, რადგან მას ,,ქართული ოცნება” იარაღის ჩადებით ემუქრებოდა.

“ვაპირებ საწვავი გადავისხა ესენი უნდა გავაბანძო უარესად მოგიტყანთ ოცნება ახლა მიყურეთ თქვენ უარესად უნდა გაგაბანძოთ ამას გავაკეთებ ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით განახებთ თქვენ” – დაწერა ლაშა ჭიღლაძემ 2 საათის წინ.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ლაშა ჭიღლაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” წევრია.

ლაშა ჭიღლაძემ საქალაქო სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა - "ლაივში როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ"