ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ნიუ იორკში გარდაიცვალა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ნიუ იორკში გარდაიცვალაქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

მიქიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა.

ბოლო ერთი წელი ნოდარ მიქიაშვილი ამერიკაში ცხოვრობდა და საქმიანობდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

პრაიმ ტაიმი