კატეგორია: საზოგადოება

უახლოეს დღეებში ტემპერატურა მოიმატებს – სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.

მეუფე პეტრე – “პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს”

"ზონდერ დეკანოზების" საქციელზე პასუხისმგებლობას საპატრიაქოს ვაკისრებთ" - რატომ არ იხილავს სინოდი მეუფე პეტრეს წერილს

მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით. მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის. „უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი […]

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ პატრიარქი მოინახულეს

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ პატრიარქი მოინახულეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა

ნათია თურნავა - "სოსო ახლობლები მოვინახულე" - სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანია

გურამიშვილის გამზირზე, კორპუსის აფეთქების შედეგად დამწვარი 39 წლის სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. დაშავებული 19 ოქტომბრიდან დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას სხეულის 60 % ჰქონდა დამწვარი. ბუნებრივი აირი გურამიშვილის გამზირის 34-ში 19 ოქტომბერს აფეთქდა. აფეთქება სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა. დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროში არიან განთავსებული.

ლევან აბაშიძე – ”სიმართლე სინოდის მხარესაა და არა _ მეუფე პეტრეს მხარეს”

ლევან აბაშიძე - ”სიმართლე სინოდის მხარესაა და არა _ მეუფე პეტრეს მხარეს”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 31 ოქტომბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ხმაურიანი სხდომის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა საზოგადოებაში, თუმცა ფაქტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სხდომაზე მიიღეს ხმაურიანი გადაწყვეტილება და ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ეპისკოპოსის სტატუსი მოუხსნეს, შესაბამისად ის აღარ არის მეუფე და აღარც ჭყონდიდის ეპარქიას უხელმძღვანელებს. მან სხდომა დროზე ადრე დატოვა და ჟურნალისტებთან ხმაურიანი განცხადებებიც გააკეთა. რა […]

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას 4 ნოემბერს დატოვებს

„შეხვედრამდე სამოთხეში“ - მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას 4 ნოემბერს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპარქიას იგი ხვალ, ნაშუადღევს დატოვებს. მისივე თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს. “ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ […]

მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი სინოდის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

„შეხვედრამდე სამოთხეში“ - მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა

“მეუფე პეტრე ძალის გამოყენებით გაიყვანა მეუფე იაკობმა, რა დროს მას მოსძვრა პანაღეა სინოდის სხდომის შემდეგ შიდა დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა მეუფე პეტრე ცაავამ მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო ის, რომ სინოდის სხდომაზე თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იღუმენია თამარმა უფრო ვრცლად ისაუბრა. იღუმენიას […]

სინოდის სხდომა შესაძლოა დეკემბერში გაიმართოს

წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - "ალბათ რამდენიმე დღე გაგრძელდება"

წმინდა სინოდის  მომდევნო სხდომა შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე დემეტრემ განუცხადა. “სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, დეკემბერში ჩატარდება” – განაცხადა მეუფემ. თუ რა საკითხები იქნება განხილული სხდომაზე, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩატარდა. წესის მიხედვით წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. 2020ნიუსი

მე მკითხავი არა ვარ – მეუფე დიმიტრი მამა პეტრეს შესაძლო განკვეთაზე

მე მკითხავი არა ვარ - მეუფე დიმიტრი მამა პეტრეს შესაძლო განკვეთაზე

ვერ გეტყვით, მე მკითხავი არა ვარ,- ასე პასუხობს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე განკვეთონ, თუ ის არ დაემორჩილება სინოდის გადაწყვეტილებას. როგორც მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მიტროპოლიტი არ დაემორჩილება იმას, რაც განეწესა, სინოდი ამ საკითხზე იმსჯელებს. „სინოდი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ სინოდზე არავინ […]

ტელეკომპანია “იმედზე” კიბერშეტევა განხორციელდა

ტელეკომპანია "იმედზე" კიბერშეტევა განხორციელდა

ტელეკომპანია “იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა მოხდა. ჰაკერული თავდასხმა 2 ნოემბერს 21:30 საათზე დაფიქსირდა და 30 წუთს გაგრძელდა. “იმედის“ IT სპეციალისტების ინფორმაციით, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სისტემის აღდგენა. მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ეს ტელეკომპანიაზე განხორციელებული მეორე კიბერშეტევაა. შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს კიბერშეტევის გამო […]