მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი სინოდის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი სინოდის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე“მეუფე პეტრე ძალის გამოყენებით გაიყვანა მეუფე იაკობმა, რა დროს მას მოსძვრა პანაღეა
სინოდის სხდომის შემდეგ შიდა დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა მეუფე პეტრე ცაავამ მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო ის, რომ სინოდის სხდომაზე თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იღუმენია თამარმა უფრო ვრცლად ისაუბრა. იღუმენიას თქმით, მისი ინფორმაციით სხდომაზე ნამდვილად იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა მეუფეებს შორის და მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობს შორის დაპირისპირება გამოიწვია მეუფე პეტრეს განცხადებებმა და ე.წ მამათმავლობის ცოდვის შესახებ დაწყებულმა საუბარმა.
“რუის-ურბნისის ძეგლისწერის მე-18 კანონი, სადაც სოდომის ცოდვაზეა მინიშნება წამომხდარა უკანონო მესაყდრე, რომელსაც აყვნენ ჯგუფი, რომელიც ძალიან აქტიურობს და უყვარს რუსეთი და რუსეთის ეკლესია.როგორც ვიცი, მეუფე პეტრე ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და გამოყვანაში აქტიურობდა ე.წ სამარცხვინო ერთ დროს ერთ ეპარქიაში მოღვაწე მეუფე იაკობი. ამ ჭიდილში ძალით გამოყვანის დროს ეს პანაღეა ძალადობის დროს მოძვრა” – აცხადებს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მან მოისმინა სინოდის წევრებისგან ბევრი სიცრუე და ის სხდომების ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.
“მე ვისმენ მღვდელმთავრების და სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგგამომრიცხავ განცხადებებს, ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცენდენტი, კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში, ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება. სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და შესაბამისად ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანამ, სანამ სინოდის კრებები არ ჩატარდება ღია ეთერში“.