“ძალიან დილა მშვიდობისა” – ასე იწყებოდა ანალიტიკოს ლელა ანჯაფარიძის პოსტები სოციალურ ქსელში, რომელიც სულ მუდამ საინტერესო და სასიამოვნო ამბების მაცნე იყო, მას უამრავი ადამიანი იცნობდა და თითქოს ყოველი დილა მისი ჯადოსნური სიტყვებით იწყებოდა ფეისბუქზე. ამიერიდან, ლელა ანჯაფარიძის რეალური თუ ვირტუალური მეგობრები ამ მისალმებას ვეღარ ნახავენ, რადგან ის გარდაიცვალა 58 წლის ასაკში. რამდენიმე დღის წინ მისმა […]
კატეგორია: საზოგადოება
მეუფე პეტრე – “შიო მღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში”
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე შიო მღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება. “მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ […]
ჭყონდიდის ეპარქიაში საღამოს ლოცვას მრევლი არ დაესწრო
მამა გოჩა ცაავა – პირველად ჭყონდიდის ეპისკოპოსად მოვიხსენიეთ მეუფე გრიგოლი, ჩვენთვისაც ეს თავიდან მძიმეა
ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში შაბათის ტრადიციული წირვა აღევლინა. მამა გოჩა ცაავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის მძიმეა, ჭყონდიდის მიტროპოლიტად წირვაში მეუფე პეტრეს რომ აღარ იხსენებენ. „დღეს, პირველად ჩვენ ჭყონდიდის ეპისკოპოსად მოვიხსენიებთ მეუფე გრიგოლს, ჩვენთვისაც ეს თავიდან მძიმეა, მაგრამ ღვთის განგებულებას, სინოდის გადაწყვეტილებას ვღებულობთ და ხვალ პირველ წირვას ჭყონდიდის ეპარქიაში შეასრულებს მეუფე გრიგოლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ლოცვა […]
“წაიქცა მრევლი, მთელი მრევლი არის განადგურებული” – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი წირვა-ლოცვას ხვალ აღავლენს. მღვდელსახურები და მრევლი ამბობს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება უსამართლოა და მათთვის უმძიმესია მეუფე პეტრეს ეპარქიიდან წასვლა. “ჩემთვის დიდი უბედურებაა, ვნახოთ, როგორ იქნება, მეხის ჩამოვარდნა იყო ჩვენთვის. ყველგან სიკეთეს აკეთებდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, მთელი მრევლი არის განადგურებული, ჩვენ ვივლით, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენი მეუფე პეტრე ჩვენთან იყოს” […]
ბათუმში სარდაფები და მაღაზიები დაიტბორა – ზღვაზე შტორმია
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების სარდაფებიდან და მაღაზიებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორვა პუშკინისა და მახარაძის ქუჩებზე ასევე, ე.წ ჭაობის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე მოხდა. როგორც შპს “ბათუმის წყალში” “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, უწყებაში 10-მდე შეტყობინება შევიდა, დახმარებას ითხოვდნენ, როგორც კომერციული ფართების, ასევე საცხოვრებელი სახლების მეპატრონეები. მათივე ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკა შესაბამის ქუჩებზეა მობილიზებული. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს […]
პატრიარქის პასუხი პეტრეს – „რომ მოხვედი, რა კარგი იყავი და რა დაგემართა!“
იცით რა სიტყვები უთხრა სინოდის სხდომაზე – რომ მოხვედი რა კარგი იყავი და რა დაგემართაო. ასე გაბრაზებული მამაც კი ვერ ეტყვის შვილს“,- ამის შესახებ ვაშლიჯვრის მაცხოვრის სახელობის დეკანოზმა, დავით ქვრივიძემ, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებსა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. „რაც ახლა პატრიარქმა გააკეთა და მოითმინა ამას ბევრი მღვდელი და მღვდელმთავარი ვერ შეძლებს. მეუფე პეტრე […]
„შეხვედრამდე სამოთხეში“ – მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა. „ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა – „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მისი თქმით, სტუმარს ელოდება, რომელსაც უნდა დახვდეს. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რჩება თუ არა იგი ეპარქიაში, მეუფე […]
გახარია პატრიარქს 10 წუთით შეხვდა
პრემიერი მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. მან საპატრიარქოში მხოლოდ 10 წუთი დაჰყო. უცნობია რა თემაზე ისაუბრეს პატრიარქმა და გახარიამ. ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენლები, თუმცა შენობაში არც ოპერატორი და არც გახარიას პირადი ფოტოგრაფი შეუშვეს. გახარიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად უცნობია რაზე ისაუბრეს მხარეებმა. ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, შეეხნენ თუ არა პატრიოარქი და […]
მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა – ვიდეო
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც მას სასულიერო პირები და მრევლი ელოდებოდა. ისინი სინოდის მიერ ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებულ მეუფეს მხარდაჭერას უცხადებენ. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის მხარდასაჭერი პარაკლისიც აღავლინეს. შეგახსენებთ, საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. […]










