“ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ავრცელებს. “დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები” – აღნიშნულია განცხადებაში. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
ნიკა გვარამია – „პაატა სალიას ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება, ისტორიული ღალატისთვის. დამელოდოს“
“პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები” გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში! პირდაპირ ციხეში, ამ კატასტროფის მოწყობისთვის და თანამონაწილეობისთვის ამ შეთქმულებაში საქართველოს მთავარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ეს არარაობაც. პირობას ვდებ, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს. პირდაპირ პირობა შეექმნება, რომ ვერ იცხოვროს პაატა სალიამ რუსთავი 2-ის ბოლო და ბნელმა დირექტორმა ქვეყანაში, […]
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის – “აქ 70 მილიონის დავალიანება დამხვდა”
“რუსთავი2”-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში, სამაუწყებლო კომპანიას ყიდის. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც ხალვაში განმარტავს, „გადაწყვიტა, რომ გაყიდოს „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით“. „თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად […]
ქმარი ომის დროს ეზოში დაკრძალულ მეუღლის საფლავთან იძინებდა
“ეთერის საფლავი ეზოში იყო გათხრილი. ამ საფლავთან იყო წამოწოლილი მისი მეუღლე და დასტიროდა. თავზე ჯვარი ეკეთა, მეც თუ მოვკვდები, რომ გვიცნონო,“-ასე იხსენებენ სოფელ თორტიზაში 11 წლის წინ, მერებაშვილების ტრაგედიას. 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ როდესაც, რუსულმა ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო, ბომბის ანასხლეტით ეთერ მერებაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. „ამ დაბომბვის დროს ხალხი გავიქეცით, ზოგი არხში […]
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ისევ მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან – სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში, ღამის 3 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა. მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 10 აგვისტოსაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა იყო.
ყინწვისის მონასტერში უნებართვოდ დაგებული იატაკი დემონტაჟს საჭიროებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულდა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია კანონთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას. „ყინწვისის ღმრთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში […]
ნიკა გვარამია – “ახალ ტელევიზიას “მთავარი არხი” ერქმევა”
ნიკა გვარამიას თქმით, ახალი ტელევიზიის სახელი „მთავარი არხი“ იქნება. „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რუსთაველის გამზირზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრობდა. ნიკა გვარამიას თქმით, იმის მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, ის განაგრძობს ახალი ტელევიზიის შექმნას. “საქართველოში დიქტატურაა და ეს საბრძოლოა. ჩამსვამენ, არ ჩამსვამენ, მარტო ჩემზე არ გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ და ტელევიზიას მაინც […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა
სოფია ლილუაშვილი – ”ჩემი ქმარი, ნიკა გვარამია, ივანიშვილის ერთადერთი მტერია”
ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფია ლილუაშვილი პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული საქმის წარმოება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. „ნიკა გვარამია, ჩემი მეუღლე, დღეს არის ერთადერთი მტერი ბიძინა ივანიშვილის, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოერია სიტყვით, რომელიც ვერ შეაშინა და ამიტომ, მგონია, რომ დღეს, რაც ხდება, ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა […]
გვარამია ივანიშვილს დაემუქრა – “ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას”
მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი, – ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი უკვე მეორედ გადაკვეთა, ვინაიდან მისივე განმარტებით, კორუფცია მისთვის უმიძესი დანაშაულია. „მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს […]









