ნიკა გვარამია – “ახალ ტელევიზიას “მთავარი არხი” ერქმევა”

ნიკა გვარამია - "ახალ ტელევიზიას "მთავარი არხი" ერქმევა"ნიკა გვარამიას თქმით, ახალი ტელევიზიის სახელი „მთავარი არხი“ იქნება. „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რუსთაველის გამზირზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრობდა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, ის განაგრძობს ახალი ტელევიზიის შექმნას.

“საქართველოში დიქტატურაა და ეს საბრძოლოა. ჩამსვამენ, არ ჩამსვამენ, მარტო ჩემზე არ გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ და ტელევიზიას მაინც ავაშენებთ, ჩასმის თუ არჩასმის მიუხედავად,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რუსთავი 2