კატეგორია: საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით

13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 10 […]

„არჩევანის“ და „პოსტსკრიპტუმის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

„არჩევანის“ და „პოსტსკრიპტუმის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, – უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა. იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად […]

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალა

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალა

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი და სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მოსკოვის გამზირის აბრის ქვევით, ომის გმირის შალვა ტრაპაიძის სახელობის ახალი აბრა აქვს გაკრული. ამავე პოსტში ის დღეს რუსთაველის გამზირის ანტისაოკუპაციო აქციას აანონსებს, რომელიც ტრადიციულად 7 საათზე დაიწყება. კაპრალი შალვა ტრაპაიძე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. ოჯახთან ის 9 აგვისტოს ჩამოასვენეს. გარდაცვალების შემდეგ […]

დავით იაკობაშვილი პლეხანოვური ქართულით საუბრობს – ,,ივანიშვილი რომ გავიცანი, ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე ჩამომქონდა კომპიუტერები, ის ყიდდა”

დავით იაკობაშვილი პლეხანოვური ქართულით საუბრობს - ,,ივანიშვილი რომ გავიცანი, ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე ჩამომქონდა კომპიუტერები, ის ყიდდა"

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გაზეთ ,,ახალ თაობაში” დაბეჭდილმა წერილმა  ,,ქართულ პოლიტიკაში ახალი მილიარდერი შემოდის – ,,ის დიდი საფრთხეა ივანიშვილისთვის, ,,ოცნებას” წალეკავს, კალაძე მასთან ერთად იქნება…” (სტატია სრულად იხილეთ ბმულზე). ვინ არის დავით იაკობაშვილი, რა ქონებას ფლობს, რა ინტერესები აქვს და ა.შ., ამ კითხვებზე ნაწილობრივ გაგცემთ პასუხს 2014 წელს ქართულ ,,ფორბსში” დაბეჭდილი სტატია, რომლის ერთ-ერთი ავტორი შოთა […]

თამთა მურადაშვილი – ”პაატა სალია სასამართლოში პირადად აგებს პასუხს”

თამთა მურადაშვილი - ”პაატა სალია სასამართლოში პირადად აგებს პასუხს”

ჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას – ამბობს “რუსთავი2”-ის უკვე ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი. მურადაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. იურისტი ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა მისი უფლებები დაარღვია და სამსახურიდან უკანონოდ გაუშვა. თამთა მურადაშვილი დღეს პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომლებიც მას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. მურადაშვილი ამბობს, რომ […]

პაატა სალია – ”თამთა მურადაშვილი გათავისუფლებულია იმის გამო, რომ 2 კვირის განმავლობაში ვერ მივიღე ინფორმაცია საქმეების შესახებ კომპანიაში”

პაატა სალია - ”ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს ფული გადაურიცხა, დავით ნიკურაძე ვაშინგტონში დარჩება”

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, “რუსთავი2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი პასუხობს. პაატა სალია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დასაწყისზე საუბრობენ, საკითხის დეტალურად შესწავლას ურჩევს. სალია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მისი თქმით, მურადაშვილი გაათავისუფლეს. გენერალური დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება ხელშეკრულების დარღვევის გამო მიიღო. „კარგი იქნებოდა, რომ დეტალურად დაინტერესდნენ და მერე აკეთონ განცხადებები, […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:55 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ყვარელთან ახლოს იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

პაატა სალია – ”თამთა მურადაშვილი იმიტომ გავუშვი, რომ ხელშეკრულების ნორმები დაარღვია”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორმა სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია. „თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო […]

“რუსთავი 2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს

“რუსთავი 2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს

„რუსთავი2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც მურადაშვილი ამბობს, დღეს ის შვებულებაში უნდა გასულიყო, თუმცა შეიტყო, რომ არც შვებულება ეკუთვნის და დღეიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომელიც აღარ არის. დეტალების გარკვევას თამთა მურადაშვილი მოგვიანებით აპირებს, თუმცა ადასტურებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.

ია კიწმარიშვილი – ”მე მოვითხოვ ეროსის წილს რუსთავი 2-ში”

ია კიწმარიშვილი - ”მე მოვითხოვ ეროსის წილს რუსთავი 2-ში”

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, “რუსთავი2”-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. განცხადება  ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება. “მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, […]