სოფელ ხოდაშენში იმედაშვილების ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა მანამ, ვიდრე ოჯახის რძალმა, ნინო მორჩაძემ თავის შვიდი თვის ბიჭუნას წითელას გამონაყარი არ შენიშნა. ბავშვი ექიმთან წაიყვანეს, რომელმაც დაამშვიდა ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვს საშიშროება არ ემუქრება, გამონაყარი მცირეა და ტემპერატურაც არ არის მაღალიო. მაგრამ თურმე არც არაფერი იქნებოდა კარგად, აღმოჩნდა, რომ დაავადებამ მხოლოდ ჩაიძინა პატარას სხეულში და 10 წლის შემდეგ ტვინში ვერაგულად გაიღვიძა […]
კატეგორია: საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძეს 1 თვეში ახალ სახლს აუშენებს
გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. „რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს […]
დიდი არეულობა ტელეიმედში – ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტებს განუდგა და ლალიაშვილის მხარეს დადგა
ტვ „იმედში“ დიდი არეულობაა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც არხის ეთერში აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი გავიდა, სადაც რუსული ნარატივი იყო გატარებული და ასევე, პირდაპირ იყო ხაზგასმული, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. ამ ფილმს ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. საბოლოოდ, ფილმზე პასუხისმგებლობა „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო და თქვა, რომ აღნიშნული […]
”ლალიაშვილს იმედზე ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს, ის ყველამ დაგმო” – რა ხდება იმედში
სოციალურ ქსელში პოეტი პაატა შამუგია, რომელიც „იმედის“ თანამშრომელი გახლავთ, ტელევიზიაში არსებულ მდგომარეობაზე წერს. „იმედის“ ამბები მოკლედ ორშაბათს Toresa-მ დაპოსტა „იმედის“ შიდა ჯგუფში ის ავად სახსენებელი ფილმი და ძალიან გაბრაზებული კომენტარიც მოაყოლა. მეც ვნახე ვიდეო და მარტივად იყო საქმე: როცა აგვისტოს ომზე იღებ მავნებლურ „ფილმს“ და იქ პუტინის დანაშაულზე, სულ ცოტა, გადაკვრითაც არ ამბობ არაფერს, ეს […]
პაატა სალია – ”რუსთავი 2-ის ყიდვა არავის უნდა”
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის შესყიდვის სურვილი ამ ეტაპზე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს. როგორც სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში ტელევიზიის გაყიდვისთვის ვადას არ გააგრძელებს. „ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. იმ პირობის შესაბამისად, რაც ხალვაშს ჰქონდა განცხადებაში, აუცილებლად ყველა შეიტყობდით ამის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, წინაპირობა იყო საჯაროდ დაფიქსირება პოზიციისა შესყიდვასთან დაკავშირებით. […]
„იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები ფლეშმობით აპროტესტებენ
ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები – “ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც “ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ. “არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, – ამის შესახებ ტელეკომპანია […]
თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს 300.000 ლარი გადაურიცხა
სადილი მინისტრის სურვილით – თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს ტენდერის და პირობების გარეშე, 300 ათას ლარი გადაურიცხა. 2 აგვისტოს გაფორმებული 3 ხელშეკრულებით, სამინისტრომ წინასწარ გათვალა, რომ წლის ბოლომდე რესტორნებში 300 ათას ლარს დახარჯავს. სამ მსხვილ სარესტორნო ქსელთან კონტრაქტი ლევან იზორიამ ტენდერის გარეშე გააფორმა. რა ნიშნით შეარჩიეს კომპანიები, დოკუმენტაციაში არ ჩანს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მინისტრმა სადილი […]
ტელეიმედის სკანდალური ფილმის პროდიუსერი ნიკა ლალიაშვილია
ტვ “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია. „პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს […]
პაატა სალია – ”რუსთავი 2-ის მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა”
რუსთავი 2-ის შეძენის სურვილი ამ დროისთვის არავის გამოუთქვამს. კომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება “რუსთავი 2-ის” ერთი კვირის ვადაში გაყიდვის შესახებ, გუშინ გააკეთა. არხის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქიბარ ხალვაშის განცხადებას არავინ გამოხმაურებია. პაატა სალია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პროცენტის გაყიდვას აპირებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, ის დაელოდება პოტენციური მყიდველის შეთავაზებას. კითხვაზე, რატომ იყო […]
შიდა ქართლში ქორწინებით ქარელი, ხოლო განქორწინებით გორი ლიდერობს
2018 წლის მონაცემებით, შიდა ქართლში 1447 წყვილი დაქორწინდა, ხოლო 606 წყვილი განქორწინდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, პროცენტულად, ყველაზე ნაკლებად კასპის მუნიციპალიტეტში, ხოლო ყველაზე მეტად ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინდებიან. ასე მაგალითად, ყოველ 1000 კაცზე ქარელში 6 ქორწინებაა, კასპში კი, – 4; რაც შეეხება განქორწინებას, ყოველ 1000 კაცზე გორში 3 განქორწინების შემთხვევა […]








