ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი გადაცემა “პოსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებებს აპროტესტებენ. შეკრებილების განცხადებით, არხმა ქვეყანას ომი გამოუცხადა, თუმცა საზოგადოებას სიმშვიდეში ცხოვრება სურს. ამიტომ ისინი „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებენ და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ შეგახსენებთ, რომ „პოსტკრპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს არაეთიკური განცხადებებით მიმართა. იპნ
კატეგორია: საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი – “პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო, მიუღებელი და არასწორია”
“პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო მიუღებელი და არასწორია. არასწორი პროვოკაციაა. თამამია ნაბიჯი მაშინ, როცა პასუხს მხოლოდ შენ იღებ. როცა შენი სითამამის გამო შეიძლება ათაოსობით ადამიანი და ქვეყანა დაზარალდეს უკვე მიუღებელია” -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S – ს ეთერიდან ვლადიმერ პუტინს მიმართა და რუსულ ენაზე უცენზუროდ მოიხსენია.
დეკანოზი დავით ისაკაძე – ”ხვალ დილის 6 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი დავიკავოთ”
დეკანოზი დავით ისაკაძე, სასულიერო პირებთან ერთად, „თბილისი პრაიდის“ “ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ, ცენტრალური მაგისტრალისა და ძირითადი ლოკაციების დაკავებას აანონსებს. “დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ზნეობისა და სარწმუნეობის საწინააღმდეგოდ. ამ მოვლენებს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს. დილით ადრიანად, დაახლოებით 06:00 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი […]
რუისთან დაშავებულ 12 წლის მოზარდს სასწრაფოდ სისხლი სჭირდება
უკიდურესად დამძიმდა რუისთან მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი მდგომარეობა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. დახმარების მსურველებმა მიმართეთ სისხლის ბანკს, მითითებულ ნომრებსა და მისამართზე: ლუბლიანას ქ 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ტელ: 0322540409, 599559691. შეგახსენებთ, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 5 მძიმედ […]
ადა მარშანია ჟურნალისტებს – „ქიშ, ქიშ, წიწილებო!“
„ქიშ, ქიშ, წიწილებო,“ – ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს, მათ შორის „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს. ამ წუთებში, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებთან შეხვედრას სპორტის სასახლეში მართავს. ადა მარშანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა. „მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თქვენ ამას გეტყვით ყოველთვის. იმას, რომ თქვენ პროვოკატორი […]
თბილისი პრაიდი 8 ივლისს ღირსების მარშს გამართავს – დრო და ადგილი ცნობილი არ არის
“ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” – ამის შესახებ განცხადება “თბილისიპრაიდმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს. აქვე, იმედს გამოთქვამენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაწილეების […]
გორში სახლები დაიტბორა
გორში ამ წუთებში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, უხვმა ნალექმა გორის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე სისტემამ წყალი ამჯერადაც ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების და სარდაფების ნაწილი დაიტბორა. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ბაგრატიონის ქუჩაზე მუშაობენ და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 112-ში გორიდან სულ 7 შეტყობინებაა შესული.
შეკვეთილში მთვრალმა პირმა მომიტინგეებს სცენიდან აგინა
შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. მათ აღნიშნული პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც ხელისუფლება აწყობს. იპნ
გლდანის გამგეობა 15 502 ლარის 98 კუბოს და 96 სუდარას ყიდულობს
სოციალურად დაუცველი, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე შეჭირვებული და უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა კუბოებს და სუდარებს ყიდულობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიას გამგეობა 98 კუბოსა და 96 სუდარაში 15 502 ლარს გადაუხდის. კომპანიამ გამგეობას ჩასასვენებლები და სუდარები 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს. “ჩასასვენებელი, დამზადებული წიფლის ხის მასალისგან, შეღებილი ლაქით, გამოკრული სარჩულით, სუდარით (ტრადიციული), ტრანსპორტირებით, შემდეგი სავარაუდო […]
ბაჩო ქაჯაია ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეუერთდა – “მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა აქციის დაშლა”
პირველი არხის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო პროტესტს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად უერთდება, ბაჩო ქაჯაიამ ამის შესახებ გადაცემის მონოლოგში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ ეს სეზონის ბოლო გადაცემაა. “მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება რა ფორმითაც მოხდა […]










