„როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ – ეს სტატუსი ქეთათო პოპიაშვილს ეკუთვნის. ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გამოყენებით, მისი უფლებები დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის […]
კატეგორია: საზოგადოება
სამგორიდან ვარკეთილამდე მეტრო გაჩერებული იყო
მეტროსადგურ „სამგორიდან“ „ვარკეთილამდე“ დღეს მგზავრთა მომსახურება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს დილით რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება ფიქსირდებოდა თბილისის მეტროს პირველ ხაზზე. ტექნიკური გაუმართაობის გამო, მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ ხორციელდებოდა, შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია.
საპატრიარქოს გავლენიანი მღვდელმთავრები და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები აშშ-ის საელჩოში შეხვდნენ ერთმანეთს
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მღვდელმთავრები ერთმანეთს შეხვდნენ. On.ge-ის ფოტოგრაფმა ამერიკის საელჩოში მიღებაზე გადაიღო თუ როგორ ესაუბრებიან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მღვდელმთავრები ერთმანეთს. ფოტოზე ჩანს, რომ მეუფე იაკობი, მოსაყდრე შიო და ქორეპისკოპოსი თეოდორე იცინიან, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დაძაბულობა არ არის. სპონტანური შეხვედრის მონაწილემ და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა „კურიერს“ უამბო თუ რა უთხრეს და რა უპასუხეს მღვდელმთავრებმა. […]
უნივერსიტეტში რეკორდული სიგრძის “შპარგალკა” აღმოაჩინეს
კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა 180 სანტიმეტრიანი ე.წ „შპარგალკა“ დაამზადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნივერისტეტის მასწავლებელი ევგენ მაგდა წერს. მისი თქმით, „შპარგალკა“ დამზადებულია „ევროპისა და ამერიკის 1861-1918 წლების ახალი ისტორიის“ საგნის გამოცდისთვის. მასწავლებლის თქმით, ეს „შპარგალკა“ სტუდენტს 10 წლის წინ ჩამოართვა.
თბილისში ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე შიმშილით გარდაიცვალა
ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი ავცელებს. სინჯიკაშვილი წერს, რომ ნანა ნადირაძე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და შიმშილით დაიღუპა: „ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია! გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი […]
მოქალაქემ “ნიკორას“ პელმენში ვირთხის ფეხი იპოვა
მოქალაქე ამბობს, რომ “ნიკორაში“ შეძენილ პელმენში ცხოველის, სავარაუდოდ, ვირთხის თათი იმ დროს იპოვა, როცა ამ პელმენს ჭამდა. ამის ამსახველი ფოტო ფეისბუკზე დაზარალებულის მეგობარმა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა დაზარალებულის ახლობელს, რომელიც მომხდარის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა. რუსკა შონია გვიყვება, რომ ხორციანი პელმენები გვიან ღამით “ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში შეიძინეს, […]
გორის საბავშვო ბაღში მიტანილ პურში მწერი აღმოაჩინეს
პურის საცხობს, რომელიც გორის საბავშვო ბაღებს პურით ამარაგებდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც საწარმო ,,რჩეული საცხობი” დაათვალიერეს. სამმართველოს უფროსი დავით დადიანი საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელს ატყობინებს, რომ პურის საცხობ საწარმოში დაფიქსირდა 3 კრიკიტიკული შეუბასაბამობა და 27 არაკრიტიკული შეუსაბამობა: ,,როგორც გავარკვიე, ეს გულისხმობდა იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს […]
„გლდანის აუზის“ თანამშრომელი აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, “გლდანის აუზის” თანამშრომელი, 61 წლის გია წოწორია, აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული მეთოდებით ცდილობენ ადამიანების დაშინებას, რომ სამოქალაქო პროტესტი ჩაახშონ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად სხვადასხვა კამპანიისა და ხელოვნური ბარიერისა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, აქციები მაინც არ დაიშლება.
თბილისში მიწისძვრა მოხდა
თბილისში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვაკე–საბურთალოს რაიონში იყო. მიწისქვეშა ბიძგებმა 2,9 მაგნიტუდა შეადგინა.
“უმაღლესში თუ ვერ ჩავაბარე, საქმრო ხომ მაინც შემრჩება” – გორში გამოცდაზე ნინო დალაქიშვილს სიყვარული აუხსნეს
გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა. ,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ […]









