“უმაღლესში თუ ვერ ჩავაბარე, საქმრო ხომ მაინც შემრჩება” – გორში გამოცდაზე ნინო დალაქიშვილს სიყვარული აუხსნეს

"უმაღლესში თუ ვერ ჩავაბარე, საქმრო ხომ მაინც შემრჩება" - გორში გამოცდაზე ნინო დალაქიშვილს სიყვარული აუხსნესგორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა.

,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღეს მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება“,- ამბობს ნინო დალაქიშვილი.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.