გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება. ქ. თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1 ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. […]
კატეგორია: საზოგადოება
“დამეხმარეთ, შვილი მომპარეს, დამირეკა, მამა მკლავენო” – მამა 10 წლის შვილს ეძებს
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დავით ლიპარიძე 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებს. მამის თქმით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და მძინარე ბავშვი ღამით, ძალის გამოყენებით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა. მამა და ბებია ამტკიცებენ, რომ ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბავშვის ბებია ირწმუნება, რომ მან ინცინდენტის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო. “დამეხმარეთ, […]
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოცდის ჩასაბარებლად 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; „ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო; დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა […]
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა და კონტაქტურია
20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რეგიონულ ჰოსპიტალში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, პაციენტი კონტაქტურია და ექიმების მიერ მასთან კომუნიკაციაზე რეაგირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ასევე გაუმჯობესებულია 32 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. კლინიკის დირექტორის, ნათია […]
ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს
ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს. ამის გამო მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათით შეაფერხეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ურალის ავიახაზების“ ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს. „შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად“, – წერს „ინტერფაქსი“. სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს და […]
ანიტა რაჭველიშვილი – ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით!
ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით! – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში“ იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, არავის აქვს უფლება უდანაშაულო მოქალაქეებს ისე მოექცეს, როგორც 20-21 ივნისის ღამეს მოექცა. მისივე თქმით, ეს აქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. „ძალიან დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ აქ უნდა […]
”მატარებელი გაჩერდა. კარსაც ვერ აღებენ. ჰაერიც არაა, ვსუნთქავთ მორიგეობით” – რა დაემართა ბათუმი-თბილისის მატარებელს
ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე რამდენიმე სტატუსს აქვეყნებს, რომლებშიც ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აღწერს. გამზარდიამ რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ მატარებელში დენი გამოირთო და გაჩერდა: “დენი წავიდა. მატარებელი გაჩერდა. კარსაც ვერ აღებენ. ჰაერიც არაა. ვართ მხიარულად.როდის დავიძვრებით და მით უფრო როდის ჩავალთ, არავინ იცის.ვართ ჩაკეტილები მატარებელში.ვსუნთქავთ მორიგეობით.იმედია, ბათუმამდე როდისმე მივაღწევთ. გენაცვალე” საქართველოს რკინიგზა.“ აქედან ორ საათში გამზარდიამ კიდევ […]
ბათუმში ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია
შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკაონ ზღვაში შესვლისგან. სანაპირო ზოლთან მობილიზებულები არიან მაშველთა დამატებითი ჯგუფები. „საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ […]
ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
28 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა. როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, ამ დროის მონაცემებით [23:00] ქუჩების მასობრივი დატბორვა არ ფიქსირდება და დაიტბორა ძირითადად ის მონაკვეთები, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ჭავჭავაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა. „მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სანიაღვრე ჭებზე, რომ ჭებმა გამტარუნარიანობა არ […]










