საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ სპეცრაზმელის ოჯახს ბოდიში მოუხადა. როგორც მშვილდაძემ სიტყვითგამოსვლისას განმარტა, გუშინ აქციაზე თქვა, რომ სპეცრაზმელი, რომელიც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლაში მონაწილეობდა, რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დასასვენებლად გაუშვეს. მშვილდაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რისთვისაც ოჯახს ბოდიშს უხდის. “ოჯახმა გაარცელა ინფორმაცია, რომ მას თვალზე დაზიანება ჰქონდა. ბოდიშს ვიხდი […]
კატეგორია: საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანად დაიკლებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანად დაიკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
“კარგად, ნიკა!”-ემოციური კადრები, ნიკა მელიას შვილი დაემშვიდობა- ვიდეო
რუსთაველზე აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს. ამის შესახებ „კურიერს“ სპეციალური ავიარესის ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა და ფოტო მიაწოდა. ამავე მგზავრის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს. რუსთავი 2
თამარ ბაღაშვილი ეთერს დაუბრუნდა – “თქვენ შეიძლება გამოგვთხაროთ თვალები, მაგრამ ვერ გაგვტეხავთ!“
„მე აქ ვარ მაკოსთვის, დემეტრესთვის, გიორგისთვის იმ ასობით ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა“ – ამ სიტყვებით დაიწყო 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა თამარ ბაღაშვილმა 12:00 საათიანი “კურიერის” გამოშვება. თამარ ბაღაშვილი აქციის ღამეს მხარში დაიჭრა და მას ოპერაცია დასჭირდა. „კურიერის“ ჟურნალისტი და წამყვანი ეთერში სპეციალური სახვევით დაჯდა და მაყურებელს ემოციური ტექსტით მიმართა. „მე […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:42 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რეჟისორი ალექსანდრე წულუკიძე გარდაიცვალა
გია ყანჩელი – ”მინდა, გავემიჯნო რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა”
ლეგენდარული კომპოზიტორი გია ყანჩელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და რობერტ სტურუას განცხადებას ემიჯნება: „ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი, ჩემი უდიდესი სურვილია მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება. მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე, […]
27 ივნისიდან საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს
28 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსი იქნება, 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისსს +35, +37 […]
არჩილ თალაკვაძე – ”გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება”
„ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრის გეგმა. “მას შემდეგ, რაც მასობრივი […]









