მიშა მშვილდაძემ სპეცრაზმელის ოჯახს ბოდიში მოუხადა

მიშა მშვილდაძემ სპეცრაზმელის ოჯახს ბოდიში მოუხადასაპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ სპეცრაზმელის ოჯახს ბოდიში მოუხადა. როგორც მშვილდაძემ სიტყვითგამოსვლისას განმარტა, გუშინ აქციაზე თქვა, რომ სპეცრაზმელი, რომელიც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლაში მონაწილეობდა, რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დასასვენებლად გაუშვეს. მშვილდაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რისთვისაც ოჯახს ბოდიშს უხდის.

“ოჯახმა გაარცელა ინფორმაცია, რომ მას თვალზე დაზიანება ჰქონდა. ბოდიშს ვიხდი ამისათვის. ჩვენი ძალა ჩვენი სიმართლეა და ეს არის ის ძალა, რაც მიგვიყვანს ბოლომდე. შესაძლოა, ცოტა დავიღალოთ და მერე რა?! დაღლას არ დავნებდებით. .გახარია, 1981 წლის 13 მაისს იცი, რა დაღლილი იყო ვიტალი დარასელია, როცა ის გოლი გაიტანა 86-ე წუთზე?! ჩვენ არ დავიღლებით. ბევრს უნდა ჩვენში განხეთქილების შეტანა. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. გახარია უნდა წავიდეს” – , განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს “უპასუხისმგებლო, სადისტი შს მინისტრი”. ამასთან, მან ივანიშვილსაც მიმართა.

“ბატონო ბიძინა, შესაძლოა თქვენი გავლენა ,ქონება, შესაძლებლობები დიდია,მაგრამ თქვენ არ ხართ მთელი ქვეყანა.ჩვენც ხალხი ვართ და გაგაგონენთ ჩვენს ხმას”, განაცხადა მშვილდაძემ.

იპნ