გია ყანჩელი – ”მინდა, გავემიჯნო რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა”

გია ყანჩელი - ”მინდა, გავემიჯნო რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა”ლეგენდარული კომპოზიტორი გია ყანჩელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და რობერტ სტურუას განცხადებას ემიჯნება:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი, ჩემი უდიდესი სურვილია მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე, ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო, მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ურთიერთდაპირსპირებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ციტატით ჩემი სიმღერიდან „ჰერიო ბიჭებო“- განაცხადა გია ყანჩელმა.