ადვოკატ ლევან ჩხეიძის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა. “ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო”, […]
კატეგორია: საზოგადოება
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა
სკანდალში გახვეულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ გაავრცელა. უფლებადამცველი ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი მადრიდში წავიდა, რადგან დედის ავადმყოფობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალადობაში, ფსიქოლოგიურტერორში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული. დედოფალი ამ საქმეზე […]
დამტვრეული ხატები და დაზიანებული სიწმინდეები – ახალქალაქში სამლოცველო დააზიანეს – ვიდეო
თქვენნაირი ხალხის ადგილი აქ არ არის, სირცხვილიაო – ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელას” თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ
ტრანსგენდერი ქალები რესტორან “მაჭახელას” დაცვის თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.მათი მტკიცებით, ისინი რესტორნიდან გენდერული ნიშნით გამოაძევეს, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადეს. რესტორნის პერსონალი მომხდარზე არ საუბრობს. გამოძიება უკვე დაიწყო შესაძლო ძალადობის მუხლით. „შემოვედით და გვითხრეს, რომ აქ ხალხია და თქვენ აქ არ შემოგესვლებათო. გენდერული იდენტობის გამო გამოგვყარეს გარეთ. “თქვენ ისეთი ხალხი […]
გუგული მაღრაძე – “ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში“
“ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვა ქვეყანაში. “ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. მესმის, რომ ერთი პერიოდი ეს იყო შედარებით იაფი, ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო […]
პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს
პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს – ამის შესახებ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, “რამდენად ენდობით პატრიარქს,” გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ ილია მეორეს სრულად ენდობა. მხოლოდ 9% ამბობს, რომ მას ძირითადად არ ენდობა. რაც შეეხება კითხვას, “რამდენად ენდობით საპატრიარქოს,” გამოკითხულთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ სრულად ენდობა, 29% კი ამბობს, რომ ძირითადად არ ენდობა.
ჩხოროწყუში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა
ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის დახურვის გამო, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა. ჩხოროწყუს სამშობიაროს ლიცენზია ამორტიზირებული შენობის გამო გაუუქმდა. ახალი საავადმყოფოს პროექტი არსებობს, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. პაციენტებს სამედიცინო დახმარების მიღება სენაკში ან ზუგდიდში უწევთ. დღეს სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ მშობიარემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, სამედიცინო ბრიგადამ კლინიკამდე პაციენტის მიყვანა ვეღარ მოასწრო და მშობიარობა ავტომობილში მიიღო. […]
კახეთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 10-მდე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს. კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განუცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია. ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის […]
ნოდარ ყანდიაშვილი „ყოველ მე-5 ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა”
საგანგაშო შედეგები – დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ საკვები და სათამაშოები. ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა სათამაშოებიდან მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით, 11:30 საათზე, რაჭაში, ქალაქ ონთან 3.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში დაფიქსირდა. იპნ









