გუგული მაღრაძე – “ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში“

გუგული მაღრაძე - "ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში““ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვა ქვეყანაში.

“ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. მესმის, რომ ერთი პერიოდი ეს იყო შედარებით იაფი, ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო და სხვადასხვა, მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა შევზღუდოთ. ჰიბრიდულების ხათრით, რომ ნაკლები იქნება გადასახადი, შეიძლება კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი. ხომ არ დავსვათ საკითხი, რომ ვისაც ჰყავს კი ბატონო, სანამ ივარგებს ეს მანქანები იმუშავებენ ჩვეულებრივად, მაგრამ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პრაიმ ტაიმი