თქვენნაირი ხალხის ადგილი აქ არ არის, სირცხვილიაო – ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელას” თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ

თქვენნაირი ხალხის ადგილი აქ არ არის, სირცხვილიაო - ტრანსგენდერი ქალები "მაჭახელას" თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენტრანსგენდერი ქალები რესტორან “მაჭახელას” დაცვის თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.მათი მტკიცებით, ისინი რესტორნიდან გენდერული ნიშნით გამოაძევეს, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადეს.

რესტორნის პერსონალი მომხდარზე არ საუბრობს. გამოძიება უკვე დაიწყო შესაძლო ძალადობის მუხლით.

„შემოვედით და გვითხრეს, რომ აქ ხალხია და თქვენ აქ არ შემოგესვლებათო. გენდერული იდენტობის გამო გამოგვყარეს გარეთ. “თქვენ ისეთი ხალხი ხართო, რომ სირცხვილიაო,“-ამბობს ტრანსგენდერი ქალი.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ამბობს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს რესტორნის მენეჯერი და პერსონალი ტრანსგენდერ ქალებზე.

“ჩემი მეგობრების მიმართ მოახდინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვამ, მენეჯერმა ასევე. დაზიანებები აქვს ხელზე, თმებში მოკიდეს ხელი და გამოათრიეს ძალით,”-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი.

ნიუპოსტი