კახეთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა

კახეთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 10-მდე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს.

კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განუცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.

ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.