კატეგორია: საზოგადოება

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 5 საუკეთესო მასწავლებელში მოხვდა – გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 5 საუკეთესო მასწავლებელში მოხვდა - გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა –  ის 5 რჩეულს შორის დაასახელეს. კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს გამოავლენენ. ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო […]

ბერა ივანიშვილი ფილარმონიას დაეპატრონება? – დიდი საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო

ბერა ივანიშვილი ფილარმონიას დაეპატრონება? - დიდი საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო

დიდი მთავარი საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო. მთავარი კითხვაა, ვის დარჩება ფილარმონია. ირკვევა, რომ ფილარმონიის მმართველი, რომელსაც დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადასცეს, პირობებს არღვევს, ბიუჯეტში ფულს არ იხდის და ვალი სამ მილიონზე მეტი აქვს. ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზი – ფილარმონია, კულტურის მინისტრის მოადგილის ბიზნესია, თუმცა, დოკუმენტებით მიხეილ გიორგაძეს ეს ბიზნესი ახლო მეგობრებზე აქვს გაფორმებული. ფილარმონია კომპანია ინთერნეიშენალ […]

გიორგი მარგველაშვილი თავის აშენებულ სახლს დღეში 80 დოლარად აქირავებს

გიორგი მარგველაშვილი თავის აშენებულ სახლს დღეში 80 დოლარად აქირავებს

80 დოლარი ერთ დღე-ღამეში – ამ ფასად ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია. გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. 4 ივნისამდე კი ოთახის ქირაობა 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი – ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახი airbnb.com-დან იჯავშნება. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების […]

მაკა ჩიჩუა – ”როცა გავიგე, რომ ჩემს შვილს ზედმეტი ქრომოსომა ჰქონდა, მერე დავიწყე გარკვევა, რასთან მექნებოდა საქმე”

მაკა ჩიჩუა - ”როცა გავიგე, რომ ჩემს შვილს ზედმეტი ქრომოსომა ჰქონდა, მერე დავიწყე გარკვევა, რასთან მექნებოდა საქმე”

როგორ ცხოვრობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა? რა გამოწვევების და პრობლემების წინაშეა და რას საქმიანობს. ამ და სხვა თემებზე მან გადაცემა „კულინარიულ დუელში“ სტუმრობისას ისაუბრა. მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ დუშეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, არ ჰყავს დამხმარე და აქტიურდ არის ჩართული შშმ პირების პრობლემების მოგვარების საკითხში. „პირველი ლედის მდგომარეობა, რომელიც ტყეში ცხოვრობს, მოითხოვს […]

“ივანიშვილს ექიმების დახმარება სჭირდება” – გერმანელი ფსიქიატრები შუშის სასახლეში

"ივანიშვილს ექიმების დახმარება სჭირდება" - გერმანელი ფსიქიატრები შუშის სასახლეში

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქართული ოცნებიდან დისტანცირებული პოლიტიკოსი გვიყვება რომ ოლიგარქის დასახმარებლად გერმანიიდან ფსიქიატრთა სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა. ივანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემის თაობაზე, რომელიც შესამჩნევი ინსულტის გადატანის შემდეგ გახდა, ინფორმაცია წინა კვირას, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ გაავრცელა ექსკლუზიურად. „ბატონ ბიძინას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს“ – აცხადებდნენ მასზე ქართული […]

მელანო ფუტკარაძის სიკვდილში ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებენ – “როგორ ვთქვა, რომ ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა”

მელანო ფუტკარაძის სიკვდილში ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებენ - "როგორ ვთქვა, რომ ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა"

29 წლის მელანო ფუტკარაძის დედა შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს. 3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება […]

ფრანგული სადილი ალავერდის მონასტერში – ფრანგი მზარეულები სადილს ქართველ დედაოებთან ერთად მოამზადებენ

ფრანგული სადილი ალავერდის მონასტერში - ფრანგი მზარეულები სადილს ქართველ დედაოებთან ერთად მოამზადებენ

2019 წლის 23 მარტს, ფრანგი შეფმზარეულები ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ პატივს მიაგებენ ფრანგულ გასტრონომიას ალავერდის მონასტერში. ცნობილი ბორდოელი შეფები მოამზადებენ ფრანგული სტილის სადილს მართლმადიდებელ მარხვასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით. სადილი გაიმართება 2019 წლის 23 მარტს 14 :00 საათზე ალავერდის მონასტრის სატრაპეზოში. ფრანგი შეფები აღნიშნულ სადილს შუამთის მონასტრის დედაოებთან ერთად მოამზადებენ, კომპანია ბადაგონის თანადგომით. ალავერდში ქვევრის […]

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს – ”იოსებისძის გრიგორიევისა, რომელიც დაიბადა ნოემბერს 1817 წ…”

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს - ”იოსებისძის გრიგორიევისა, რომელიც დაიბადა ნოემბერს 1817 წ...”

მთაწმინდის პანთეონში მერიის მიერ ძველი საფლავის ქვაა აღმოჩენილი, რომელზეც შესწავლაა დაწყებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებს სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილია ძველი საფლავის ქვა. რასაკვირველია, მერიამ მოიწვია სპეციალისტები და დაწყებულია შესწავლა. ახლო მომავალში მოგაწვდით უფრო ვრცელ […]

თბილისში მეტრო გაჩერდა – ხალხი სადგურებში შეუძლოდ ხდება

თბილისში მეტრო გაჩერდა - ხალხი სადგურებში შეუძლოდ ხდება

თბილისის მეტროს თითქმის ყველა სადგურში შეფერხებაა. მატარებელთა მიმსოვლა თითქმსი ყველგან გაჩერებულია. აღნიშნული სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამ დროისათვის მგზავრებს მხოლოდ საბურთალოს ხაზი ემსახურება. პრობლემა გაცილებით რთული ჩანს. მეტროსადგურებში ხალხი შეუძლოდ ხდება, – ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი იტყობინება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხდარს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება: „მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა […]

წულუკიანი – “საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ქართულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ”

თეა წულუკიანი - "ჩემს ადგილს მხოლოდ კაკულიების გუნდში ვხედავ"

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში […]