ფრანგული სადილი ალავერდის მონასტერში – ფრანგი მზარეულები სადილს ქართველ დედაოებთან ერთად მოამზადებენ

ფრანგული სადილი ალავერდის მონასტერში - ფრანგი მზარეულები სადილს ქართველ დედაოებთან ერთად მოამზადებენ2019 წლის 23 მარტს, ფრანგი შეფმზარეულები ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ პატივს მიაგებენ ფრანგულ გასტრონომიას ალავერდის მონასტერში.

ცნობილი ბორდოელი შეფები მოამზადებენ ფრანგული სტილის სადილს მართლმადიდებელ მარხვასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

სადილი გაიმართება 2019 წლის 23 მარტს 14 :00 საათზე ალავერდის მონასტრის სატრაპეზოში.

ფრანგი შეფები აღნიშნულ სადილს შუამთის მონასტრის დედაოებთან ერთად მოამზადებენ, კომპანია ბადაგონის თანადგომით.

ალავერდში ქვევრის ღვინის წარმოება მე-11 საუკუნეში დაიწყო. დღეს, ბადაგონთან ერთად, ალავერდის მონასტერი აწარმოებს ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

ფრანგულ-ქართული სადილი ორგანიზებულია კომპანია ბადაგონის მხარდაჭერითა და საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ფრანგული სადილი ალავერდის მონასტერში - ფრანგი მზარეულები სადილს ქართველ დედაოებთან ერთად მოამზადებენ

ჟან-პიერ ქსირადიკისი თავის რესტორანში საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან, პრემიერ ალენ ჟუპესა და ინგლისის პრემიერ ჯონ მეიჯორთან ერთად. 1995 წელი