დიდ დიღომში გაზის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ ნათქვამია “დიდი დიღომი გაზის” განცხადებაში: “მ/წ 28 მარტს ღამის 02 სთ და 45 წთ- დან ვეფხისტყოსნის ქუჩაზე ყასტრანგაზის არეალში ავარიის გამო დიდ დიღომში გაითიშა ბ/გაზის მოწოდება. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში”
კატეგორია: საზოგადოება
ლილე ლიპარტელიანი თბილისის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილედ აღდგენას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი ჯანდაცვის სამინისტროსგან სასამართლოს განჩინების აღსრულებას ითხოვს. დეპუტატი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისთვის პირადად აპირებს სასამართლო აღსრულების ფურცლის გადაცემას. იგი თბილისის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. დეპუტატის განმარტებით, ეს პოზიცია ამ დროისთვის ვაკანტურია. სასამართლო დავის შემდეგ, რომელიც სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ლიპარტელიანმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა დავა მოუგო. სამსახურიდან […]
მეტრო გოცირიძესთან ხიდი დაზიანებულია – რა საფრთხე ელის მასზე მოძრავ მეტროს ვაგონებს – ვიდეო
შეგიმჩნევიათ, რომ მატარებლები გოცირიძისა (ყოფილი ელექტროდეპო) და დიდუბის სადგურებს შორის სხვა მონაკვეთებთან შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობენ? განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც მგზავრთა ნაკადი დიდია, „გოცირიძის“ ხიდის მონაკვეთზე ორი მატარებელი ერთდროულად გავლას ერიდება. მემანქანეები ხშირად ბაქანზე შესვლამდე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შემადგენლობის გავლას ელოდებიან. სიფრთხილეს და სიჩქარის შემცირებას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. ხიდი, რომელზეც მატარებლები მოძრაობენ დაზიანებულია. ბეტონის კონსტრუქციის […]
ექიმი ნანა ჩხიკვაძე – „ომარ გავაშელს აღენიშნებოდა შოკი” – ლეიბორისტების აქტივისტი რეანიმაციაში გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაშავებული აქციის მონაწილე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 62 წლის მამაკაცს შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. მან დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. „შემოსვლისას აღენიშნებოდა შოკი, რაც განპირობებული იყო გასტროინტენსტინალური სისხლდენით. პაციენტი შემოსვლისთანავე მოთავსდა შოკის დარბაზში. მოხდა სისხლდენის ლიგირება. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა ნანა ჩხიკვაძემ. […]
”ხელფასს აღარ გადაგიხდით!” – გაფიცულ სოცმუშაკებს სერგეენკოს მოადგილე ბარკალაია დაემუქრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასე არ იქნება, რამდენადაც სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის. „მიმდინარე თვის […]
ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის “ფსკერზე”, ჰენრიკ იბსენის “მოჩვენება”. მოგვიანებით ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, იაგოს როლი […]
მიხეილ გიორგაძე ნიკა რაჭველის წინააღმდეგ – ვის დარჩება ფილარმონია
სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. რაჭველის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი. „ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი. სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე, […]
გელათის მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის დასახლების მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.აქციის მონაწილეები მათი დასახლებისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ დაეცა არსებულ სასტუმროებში ფასები და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება. აქციის მონაწილეთა თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიას […]
საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ. სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების […]
ჟანა გელაშვილი – “გამოგვამწყვდიეს ოთახში, აგრესიულები არიან” – საქართველოს მოქალაქეები კვიპროსში არ შეუშვეს
კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეებს შეშვებაზე კვლავ უარი უთხრეს. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი ქალი ლარნაკას აეროპორტის სპეციალურ ოთახში გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვარზე დაკავების მიზეზი უცნობია, რადგან მათი თქმით, ყველა საბუთი წესრიგში ქონდათ. „თუ რამე გამაჩნდა ყველაფერი ჩამომართვეს საბუთები. რომ შემიყვანეს დაკითხვაზე, იქ ათასნაირი კითხვები დამაყარეს. ავუხსენი რატომაც მივდივარ, თანხა რამდენი გაქვს, ამოვიღე, დამათვლევინეს, გამოგვამწყვდიეს ოთახში, აგრესიულები არიან. საკონსულოში არ აქტიურობენ ყურადღებით,“-აცხადებს […]










