თბილისის მეტროს თითქმის ყველა სადგურში შეფერხებაა. მატარებელთა მიმსოვლა თითქმსი ყველგან გაჩერებულია. აღნიშნული სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ამ დროისათვის მგზავრებს მხოლოდ საბურთალოს ხაზი ემსახურება.
პრობლემა გაცილებით რთული ჩანს. მეტროსადგურებში ხალხი შეუძლოდ ხდება, – ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი იტყობინება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხდარს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება:
„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი. საბურთალოს ხაზზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში “თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

