ოჯახის წევრები ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში დროულ გადმოსვენებას ითხოვენ, – ამის შესახებ მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია. დავით რაზმაძის ოჯახი საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა ცხედრის საქართველოში დროულად გადმოსვენება მოხდეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. […]
კატეგორია: საზოგადოება
ბათუმში 9 წლის გოგონას დედის ღვიძლი გადაუნერგეს – უნიკალური ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა 9 წლის გოგონას ღვიძლი გადაუნერგა. აუტო იმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით დაავადებულ პაციენტს ღვიძლი დედამ მისცა. 10 საათიანი ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა, პაციენტი და დონორი თავს კარგად გრძნობენ და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო ცენტრია, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. ჰოსპიტალს საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის […]
მეუფე დანიელი – ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა
„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა“, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი აცხადებს. მისივე განმარტებით, გიორგი მამალაძის შეწყალებას “ეკლესიაც მიესალმებოდა”. „რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშავოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მით უმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი […]
ხატია ახალაია – “გაუპატიურებით მემუქრებიან”
სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორი თავდასხმის ობიექტი გახდა. გენდერის მკვლევარი ხატია ახალია ყოველდღიურად მისი მისამართით წამოსულ უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს. ორგანიზაცია განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ინტერნეტსივრცეში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები განათავსა. მას გაუპატიურებით ემუქრებიან. ხატია ახალაია ამბობს, რომ ამ მუქარის შემდეგ სახლის […]
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. აღნიშნულ განცხადებას სასულიერო პირის ძმა თორნიკე მამალაძე აკეთებს. „მსურდა, შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ […]
პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი, ლევან ბორტიშვილი გარდაიცვალა
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თქვენი დახმარება
6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს, რომელსაც დაუდგინდა სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება). რომლის მკურნალობა საქართველოში არ ხდება. საფრანგეთის კლინიკა ,,Trausseau”-ში არსებობს წამალი ,,avex-101″ და თუ დროულად მოხდება კურსის დაწყება, დაავადება მკურნალობას დაექვემდებარება. თეკლას ტრანსპორტირების დროს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა რის გამოც, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ქალაქ ბუდაპეშტში და ბავშვი მწვავე ფილტვების ანთებით მოხვდა ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. თეკლას მკურნალობა […]
კურორტი გუდაური დაიკეტა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კურორტი გუდაური დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს. როგორც კომპანიაში განმარტეს, ამ დროისთვის, გუდაურში მხოლოდ პირველმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა. იპნ
დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა, – ამის შესახებ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა,სადაც მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა და აზიარა. „მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, […]
“ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა…” – როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია
ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია, მას შემდეგ, რაც 2018 წელს საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა, სოციალურ ქსელში მეგობრებს საკუთარი სოფლური ცხოვრების ამბებს უყვება და ფოტოებსაც უზიარებს. ყოფილი პარლამენტარი მუხრანში შვილთან და მეუღლესთან, ზურა ქავთარაძესთან ერთად ცხოვრობს. მარიამი უკვე, საკუთარი პროექტით, სახლსაც აშენებს. “იყო დრო, ერთი საყვარელი მანტრა მქონდა აკვიატებული: დაე, ყველა არსება ყველგან იყოს ბედნიერი და თავისუფალი. მერე […]










