“ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა…” – როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაიაყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ სა­ჯა­ია, მას შემ­დეგ, რაც 2018 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად მუხ­რან­ში გა­და­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებს სა­კუ­თა­რი სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­ბებს უყ­ვე­ბა და ფო­ტო­ებ­საც უზი­ა­რებს. ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი მუხ­რან­ში შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან, ზურა ქავ­თა­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მა­რი­ა­მი უკვე, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტით, სახ­ლსაც აშე­ნებს.

“იყო დრო, ერთი საყ­ვა­რე­ლი მანტრა მქონ­და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი: დაე, ყვე­ლა არ­სე­ბა ყველ­გან იყოს ბედ­ნი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. მერე ცოტა მი­ზანტრო­ფი­ამ დამ­რია ხელი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გემ­რი­ელ­მა ბა­ლან­სმა, რო­მე­ლიც რო­გორ­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის და სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნო­ბად აღ­ქმით მი­ვი­ღე, სრუ­ლი­ად გა­აქ­რო სა­ყო­ველ­თაო ზრუნ­ვაც და მი­ზანტრო­ფი­აც. ან ვიცე ვერ­სა, კი არ გა­აქ­რო, ორი­ვე, ეს ორი ურ­თი­ერ­თწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გარ­კვე­ულ ერ­თი­ა­ნო­ბა­დაც კი აქ­ცია… რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თწი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მთელ სამ­ყა­რო­ში. ინი და იანი და ბუმ­ბე­რა­ზი კლა­სი­კო­სე­ბი მა­ინც ახ­ლას და­ვუბ­რუნ­დე­ბი (რად­გან წარ­სუ­ლი არ არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც მო­მა­ვა­ლი) და მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას – “ჩემ­სა­ვით” ახლა უკვე შე­მიძ­ლია და­ვა­მა­ტო ამ მზი­ან სი­ტყვებს. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რომ ამ მზი­ან დღე­ე­ბად იქცა ამი­ტომ და ამის გა­ნა­წი­ლე­ბა რომ არ გვე­ნა­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ფაქ­ტებ­ზე კი შემ­დეგს ვი­ტყვი – სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია”, – წერს მა­რი­ა­მი.

“მშრო­მე­ლი ხალ­ხის სა­ლა­მი. სახ­ლის საყ­რდენ სვე­ტებს ვამ­ზა­დებთ. აღე­მართრე­ე­ნი­ი­ი­ით!”
“რაღა მე და რაღა გე­პე­ის სტუ­დენ­ტი. ვზი­ვარ, ვხა­ზავ და ვხა­ზავ. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა ჩემი და­ხა­ზუ­ლი სახ­ლი”, – წერს მა­რი­ამ სა­ჯა­ია.

“თქვენ გა­აგ­რძე­ლეთ “მე რომ ბავ­შვო­ბა­ში ზიპ­ლა­ი­ნი მქო­ნო­და ეზო­ში…” ჩვენ არ ვი­ცით, უბ­რა­ლოდ ასე შევ­ნატ­რით მა­კა­კა ბავ­შვს, რო­მე­ლიც მერე არ ვიცი რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა რომ აქაა და ზიპ­ლა­ი­ნი რომ აქვს ეზო­ში, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია ამ ყვე­ლაფ­რით. ჯერ მარ­ტო იმი­ტომ მად­ლო­ბა, რომ ტყუ­ი­ლად არ მქო­ნია შენი იმე­დი”

“ვინც კი მხვდე­ბა და მეხ­მი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა კი ცოტა, ყვე­ლას პირ­ვე­ლი სათ­ქმე­ლია რა ლა­მა­ზად ვცხოვ­რობთ, რომ ფო­ტო­ებს ნა­ხუ­ლო­ბენ, რომ თვალს გვა­დევ­ნე­ბენ ფბზე. არა­და მე ხომ ვიცი, რო­გორ გავ­ზარ­მაც­დი ამა­სო­ბა­ში სოცქსელ­ში ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით. სრუ­ლი უმაქ­ნი­სო­ბა ჩემი ამ მხრივ ძაან უც­ნა­უ­რია. ეგრე სცოდ­ნია დალ­ხე­ნილ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ რად­გა­ნაც მა­ინც ძაან მომ­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა (და ეს ცალ­სა­ხაა შემ­ხვედრ-შემ­ხმი­ა­ნებ­ლე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით), პი­რო­ბას ვდებ, რომ ვიბ­რძო­ლებ ჩემი გან­ცხრო­მი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ზარ­მა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­და­ვი­ღებ მეტ ფო­ტოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი (ანუ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი) ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მოვ­ყვე­ბი მეტ ფე­რად ამ­ბავს, გა­გაც­ნობთ პა­ტა­რა, კოხ­ტა დე­ტა­ლებს და ვი­ჭყლო­პი­ნებ აქ, ზუს­ტად ისე რო­გორც ყო­ველ დი­ლით ვჭყლო­პი­ნებ ცხე­ლი ყა­ვის სმი­სას გა­დათრვი­ლულ ეზოს რომ გავ­ცქე­რი. ნელ­ნე­ლა მოვ­ყვე­ბი ერთ წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში რა (ანუ რამ­დე­ნი) გა­ვა­კე­თეთ და სახ­ლის შე­ნე­ბა­საც სულ წვრი­ლად აღვწერ”, – წერს მა­რი­ა­მი.

ვიდ­რე სოფ­ლად გა­და­ბარ­გდე­ბო­და, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“27 წლის და ჩემი და­პა­ტა­რა­ვე­ბის ამ­ბა­ვი… მთე­ლი 27 წე­ლია… არა­ფე­რიც… ვერც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რომ მთე­ლი 27 წე­ლია რამე. სულ ცვლი­ლე­ბე­ბია. სულ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი, ამოყი­რა­ვე­ბებს რომ ვე­ძა­ხი.და მომ­წონს. და მად­ლო­ბე­ლიც ვარ. კონ­კრე­ტუ­ლად არა რა­მეს, ვინ­მეს. მთე­ლი სამ­ყა­როს და ყვე­ლა, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნის თუ ადა­მი­ა­ნის. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ი­ტა­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბებ­მა კი შემ­ქმნა ცვლი­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, სი­ახ­ლის მი­მართ არა­თუ მხო­ლოდ მიმ­ღე­ბე­ლი, მა­ძი­ე­ბე­ლიც.

ამ 27-ე წელს ისევ სი­ახ­ლეა. ისევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახ­ლე­ბუ­რი. ისევ ამოყი­რა­ვე­ბა. ისევ არაფ­რით ჰგავს წი­ნებს, გარ­და ერთი რა­მი­სა – ბუ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვის სურ­ვი­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის. ამ სურ­ვი­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბამ, უპირ­ვე­ლეს პრი­ო­რი­ტე­ტად ქცე­ვამ, ადა­მი­ა­ნის ინ­სტინ­ქტმა, იყოს ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­ა­ში, გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, რომ აღარ ვი­ცხოვ­რო ბე­ტო­ნის ჯუნ­გლებ­ში, აღარ ვი­სუნ­თქო მტვრი­ა­ნი ნახ­ში­რორ­ჟან­გი, აღარ ვყი­დუ­ლობ­დე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის საკ­ვებს, აღარ მეს­მო­დეს სა­ცო­ბე­ბის გაბ­მუ­ლი გუ­გუ­ნი.

აქ, ამ ად­გი­ლას არ არის ხე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, ჩი­ტე­ბის და თევ­ზე­ბის ად­გი­ლი. არც ადა­მი­ა­ნის. ადა­მი­ა­ნიც ისე­ვეა ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მისი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი, რო­გორც ხე, ყვა­ვი­ლი, ჩიტი და თევ­ზი. ჩვენ სამ­ყა­როს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ის, ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი და მორ­ჩი­ლი ვართ, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა, გვინ­და თუ არა.

მივ­ყვე­ბი ამ ძა­ხილს, ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვას და ვდგამ ნა­ბიჯს. ჯერ პა­ტა­რას, ცოტა მეტი სი­ახ­ლო­ვით ბუ­ნე­ბას­თან. წა­ვალ და ვი­ცხოვ­რებ სო­ფელ­ში. ავი­შე­ნებ პა­ტა­რა, ეკო-მე­გობ­რულ სახ­ლს. დავრგავ ხე­ებს და ყვა­ვი­ლებს. ავა­შე­ნებ ჩი­ტე­ბის სახ­ლებს. გა­ვა­კე­თებ პა­ტა­რა გუ­ბუ­რას ლო­ტუ­სის ყვა­ვი­ლე­ბით. პა­ტარ-პა­ტა­რა, ახალ-ახალ ეკო­სის­ტე­მებს გა­ვა­ჩენ, სა­დაც ყვე­ლა არ­სე­ბა ჰარ­მო­ნი­ა­ში ვი­ცხოვ­რებთ. იქ იქ­ნე­ბა სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კი, რო­მელ­საც love street ერ­ქმე­ვა. მექ­ნე­ბა სუფ­თა ჰა­ე­რი და ჩემი მო­წე­უ­ლი პრო­დუქ­ტი, დი­ლის ნამ­ზე გაგ­რი­ლე­ბუ­ლი სიო და ჩი­ტე­ბის ყუ­რის­წამ­ღე­ბი ხმა­უ­რი. მეც მათ ნა­წი­ლად. მე ადა­მი­ა­ნის ფუნ­ქცი­აც ეს მგო­ნია. უს­მი­ნო და მიჰ­ყვე სა­კუ­თარ ბუ­ნებ­რივ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. ცხოვ­რე­ბა არ არის ტან­ჯვა. არც ომია. არც სხვი­სი გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე სა­კუ­თა­რის შე­ნე­ბა. ასეა მათ­თვის, ვინც ამ­გვა­რად აღიქ­ვამს ცხოვ­რე­ბას, რად­გან გიბ­რუნ­დე­ბა ის, რა­საც თა­ვად ას­ხი­ვებ. ეგ არის ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა ჩვენ­სას ჩვენ თვი­თონ ვქმნით ში­ნა­გა­ნი მიდ­გო­მით.

მოკ­ლედ, ასე­თია სი­ახ­ლე, რომ­ლის გამო არა­თუ გი­ჟი­ას და­მი­ძა­ხე­ბე­ნო, უკვე მე­ძა­ხი­ან.მუხ­რან­ში მივ­დი­ვარ მალე სა­ცხოვ­რებ­ლად. პა­ტა­რა ეზოა, პა­ტა­რა რუთი, ხე­ხი­ლის ბა­ღით, სა­ო­ცა­რი მი­წით, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ხა­რებს, პირ­ველ რიგ­ში, იქ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. ბუ­კაც მო­დის. დღე­ებს ით­ვლის. მა­ლე­მა­ლეო. ასე მინ­დაო. სოფ­ლის სკო­ლა რომ ბევ­რს ვე­რა­ფერს მის­ცემს, ბევ­რჯერ ავუხ­სე­ნი. შენც მას­წავ­ლე იქა­ურ სკო­ლას­თან ერ­თა­დო. შენც გას­წავ­ლი და სხვა ბავ­შვებ­საც-მეთ­ქი, შევ­პირ­დი. ზუს­ტად ვიცი, ბევრ ბავ­შვს გა­უ­მარ­თლა. ზუს­ტად ვიცი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ძა­ლი­ან სწორ რა­მეს ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან ზღვა მო­ტი­ვა­ცია მაქვს და ასე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. მით უფრო ვარ­სკვლავ­ბი­ჭი Zappa რომ მყავს, სი­გი­ჟე­ე­ბის ცე­ცხლზე ნავ­თის­დამ­სხმე­ლი. soon: she lives on love street.

და აქვე: მუხ­რან­ში გა­და­ი­ღეს შე­რე­კი­ლე­ბი, იმ ცნო­ბი­ლი ფრა­ზით, ხომ გი­თხა­რი გაფ­რინ­დე­ბი­ა­ნო“, – წერ­და მა­რი­ამ სა­ჯა­ია.

შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, რო­გორც ხე­დავთ, მა­რი­ამ­მა ოც­ნე­ბე­ბი აიხ­დი­ნა…

ამბები

"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია