დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვესპენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. აღნიშნულ განცხადებას სასულიერო პირის ძმა თორნიკე მამალაძე აკეთებს.

„მსურდა, შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. თავად ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა და მისგან განმარტება, თუ რატომ არ შემიშვეს პალატაში, არ მიმიღია. ალბათ ეს არის დამატებითი ბარიერი, რადგან გუშინ მე ჩვეულებრივად შევედი პალატაში, ვესაუბრე ჩემს ძმას. მასთან მიახლოების საშუალებაც მომეცა. ამავდროულად გუშინ სასულიერო პირი საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პალატაში და მე ვერ ვხვდები, რამდენიმე წუთით რატომ არ შემიშვეს ჩემს ძმასთან“, – აღნიშნა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

მარშალპრესი