კომპანია „ჰერბის“ ხელმძღვანელი რამინ ჯომიდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იმ ორი პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც მდინარე ენგურსა და შავ ზღვაზე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის რისკს ხედავს. _ გაქვთ პროექტი მდინარე ენგურთან დაკავშირებით. რა პრობლემები შეიქმნა მის განხორციელებასთან დაკავშირებით და რატომ არის აუცილებელი მისი განხორციელება? _ ჩვენ გაკეთებული გვაქვს პროექტი, რომელიც მოიცავს მდინარე ენგურის კალაპოტისა […]
კატეგორია: საზოგადოება
მიხეილ ცაგარელი: „კალაძეს ტვინი დაუბნელდა“
თბილისის მერის დღევანდელ ხმაურიან და სკანდალურ კომენტარს “გამოქანებასთან” დაკავშირებთ, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მისი გონების დაბნელებით ხსნის. დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა კალაძის განცხადების მიზეზი, – განუცხადა “2020NEWS“-ს ცაგარელმა და განმარტა, რომ წინ გველოდება მზის და მთვარის დაბნელება და ამ დროს კი ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ. “როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების […]
პატრიარქი ქაშუეთის ტაძარში მივა, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს დაასვენებენ
დღეს, დიდ დიღომში, კორპუსის ბინაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის, მისი დედისა და დეიდის ცხედრებს, ქაშუეთის ტაძარში დაასვენებენ. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, 18:00 საათიდან ადგილზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეუფე შიოსთან ერთად მივა. უწმინდესი სულების მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდის. ამავე პერიოდში, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, მამაკაცს ხვალ კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ დიდ […]
პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია. პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.
საპნის, სარეცხი საშუალებების, კბილის პასტის შემადგენლობა და ხარისხი საქართველოში არ მოწმდება
საქართველოში შემოტანილი კოსმეტიკური ნაწარმის, ჰიგიენური საშუალებების, საპნის, კბილის პასტისა და სხვა მსგავსი პროდუქციის შემადგენლობა არ მოწმდება. მისი კონტროლი ლაბორატორიებში თითქმის შეუძლებელია. პარფიუმერიას, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს დამატებით არც საბაჟოზე ამოწმებენ. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსის, სანიტარული ექიმის რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, საქართველოში სარეცხი საშუალებები, საპნები და შამპუნები, ბოლოს 2005 წელს შემოწმდა, მაშინ სანიტარულ-ეპიდემიური, ანუ სპეციალური სამსახურიც არსებობდა. […]
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა–ლოცვა ტარდება. სადღესასწაულო ლიტურგიას 10:00 საათიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ […]
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქველმოქმედო ორგანიზაცია “იალქანის” ხელმძღვენელმა თიკო აბაშიძემ დაუდასტურა. ბავშვის მდგომარეობა დეკემბრის ბოლოს გართულდა, ის თავდაპირველად ბათუმის საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღეში კი საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა, ბავშვს რამდენიმე მძიმე დაავადების დიაგნოზი ჰქონდა და მშობლების მოთხოვნის მიუხედავად, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა […]
„უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ“ – მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს მიმართავს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონს პასუხობს: “ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენს მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ. ჩემი გულისტკივილი […]
H1N1 დემნა გვასალიას კოლექციაში – „ღორის გრიპს გადავურჩი და ახლა ვეგანი ვარ“
17 იანვარს, პარიზის დროით საღამოს 8 საათზე Grande galerie de l’évolution-ში Vetements-ის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის „Anti-social“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე გამოტანილი ერთ-ერთი სამოსი ე.წ „ღორის გრიპს“ ეძღვნებოდა: „ღორის გრიპს გადავურჩი და ახლა ვეგანი ვარ“- ასეთი წარწერა იყო ერთ-ერთ ჰუდზე.
ზუგდიდში ღორის გრიპით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. „ამ დილას გარდაიცვალა შუახნის პაციენტი,რომელიც რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა,თუ რომელი მუნიციპალიტეტიდან არის ვერ დავაკონკრეტებ“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ორჟონიამ. ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 27 პაციენტია მოთავსებული. ამათგან ხუთი ბავშვია, ერთი კი ორსული ქალი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო პერიოდში სამეგრელოში ე.წ. გრიპის […]










