პატრიარქი ქაშუეთის ტაძარში მივა, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს დაასვენებენ

პატრიარქი ქაშუეთის ტაძარში მივა, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს დაასვენებენდღეს, დიდ დიღომში, კორპუსის ბინაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის, მისი დედისა და დეიდის ცხედრებს, ქაშუეთის ტაძარში დაასვენებენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, 18:00 საათიდან ადგილზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეუფე შიოსთან ერთად  მივა. უწმინდესი სულების მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდის. ამავე პერიოდში, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, მამაკაცს ხვალ კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე,  აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის სამი, ერთი ოჯახის წევრია.